საჯარო გამოსვლის ჩემპიონატი
29 ნოემბერი, 2015
საჯარო გამოსვლის ჩემპიონატი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის დებატ-კლუბმა გამართა საჯარო გამოსვლის ჩემპიონატი.

პროექტში მონაწილეობდნენ თსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები. ჩემპიონატში მონაწილეობა გულისხმობდა 3 წუთიანი საჯარო გამოსვლის ე.წ "Speech"-ს მომზადებას მათთვის სასურველ თემაზე.

"საჯარო გამოსვლის ჩემპიონატი უკვე მასამე წელია ტარდება თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის დებატკლუბის ორგანიზებით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად უფრო ვაქტიურობთ და ვზრდით მასშტაბებს, რაც სტუდენტების მხრიდან მეტი დაინტერესებითაა გამოწვეული. წელს პროექტი ორ ეტაპად ჩატარდა. ვგეგმავთ, რომ მომავალში გავაერთიანოთ ძალა და მოვიცვათ არამხოლოდ თსუ, არამედ სხვა უნივერსიტეტებიც" - განაცხადა პროექტის ორგანიზატორმა ალისა სულამანიძემ.

ჟიურის წევრები იყვნენ: ჟურნალისტი თამარ ბელქანია, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ტარიელ ირემაძე და დებატკლუბის პრეზიდენტი ალისა სულამანიძე.
"ამ პროექტში მეორედ ვმონაწილეობ, წინა წელს ჩემი დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა და მეორე ადგილზე გავედი. მსგავსი პროექტები სტუდენტებს აძლევს სტიმულსა და მოტივაციას, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ სპიკერობის უნარი. მომწონს, რომ თემაში შეზღუდულები არ ვართ და კომპეტენტური ჟიურის წინაშე ჩვენთვის სასურველი თემებით წარვსდგებით" - განაცხადა პროექტის მონაწილე თამარ ნარმანიამ.

"საჯარო გამოსვლის ჩემპიონატში ვმონაწილეობდი შარშან. წელსაც რომ გამოცხადდა, ძალიან გამიხარდა. აზარტული, მხიარული, საინტერესო პროექტია. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ჩემთვის აუცილებელია საჯარო გამოსვლის უნარი. ეს ღონისძიება კი გარკვეულწილად ამ უნარების დახვეწაში მეხმარება, მაძლებს საკმაოდ დიდ გამოცდილებას. ჟიურის წევრების მოსმენა და მათგან სასაეგებლო რჩევების მიღებაც ძალიან სასიამოვნოა" -აღნიშნა ჩვენთან საუბარში მონაწილემ თამთა ანთიამ.

პროექტი ემსახურება უნივერსიტეტის მასშტაბით საჯარო გამოსვლისა და, ზოგადად, პოლიტიკური კულტურის ამაღლებასა და პოპულარიზაციას.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary