„ირმის ნახტომი“
30 ნოემბერი, 2015
„ირმის ნახტომი“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ "ლიგამუსში" გაიმართა ამირან (პაკო) სვიმონიშვილის უკრაინულად თარგმნილი ლექსების კრებულის - "ირმის ნახტომის" პრეზენტაცია.

ლექსები თარგმნა უკრაინელმა პოეტმა ნატალია ტროხიმმა.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ პაკოს მეგობრები, კოლეგები, მასწავლებლები, მოსწავლეები: გაგა ნახუცრიშვილი, დავით რობაქიძე, ანდრო ბუაჩიძე, შოთა იათაშვილი, ცირა ბარბაქაძე, ზაზა აბზიანიძე, შარლოტა კვანტალიანი, ზურაბ პაპიაშვილი, მაია ფანჯიკიძე, სალომე მაკარიძე, მაია თარგამაძე, თეონა კახიანი.

პრეზენტაციაზე "სკაიპით" ჩაერთო პოეტი და მთარგმნელი ნატალია ტროხიმი, რომელმაც განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ისაუბრა პოეტსა და მის შემოქმედებაზე.
"იშვიათია, პოეტმა ეძებოს და იპოვოს საკუთარი თავი, შექმნას თავისი ორგანული ხელწერა. პოეტი, რომელ კულტურასაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი, ყველა კულტურაში ეძებს საკუთარ თავს, ინდივიდუალობას, პიროვნულობას და თუ პოულობს, ის ჭეშმარიტი, შემდგარი პოეტია. ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში ავტორი რჩება ვერსიფიკატორად. პაკო სვიმონიშვილმა იპოვა საკუთარი თავი, შექმნა ნამდვილი პოეზია, რომელიც მოითხოვს წაკითხვას ძალინ ღრმა მნიშვნელობით და განსაკუთრებულ გაგებას" - განაცხადა პოეტმა ანდრო ბუაჩიძემ.

პრეზენტაციაზე ამირან სვიმონიშვილის მეგობრებმა გაიხსენეს მასთან დაკავშირებული ისტორიები, ბევრი ისაუბრეს მის პიროვნულ თვისებებზე და ამ ფორმით პატივი მიაგეს მის სულს.





გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary