კაპიტალის ბაზარი
01 დეკემბერი, 2015
კაპიტალის ბაზარი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტარტი აიღო 4-დღიანმა სალექციო ბლოკ-კურსმა: "საქართველოს კაპიტალის ბაზრის რეგულირება - ტრანსფორმაცია და მდგრადობა".

პროექტის ორგანიზატორია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და ბრემენის უნივერსიტეტი (გერმანია).

კურსს უძღვება ბრემენის უნივერსიტეტის დოქტორანტი ნიკოლოზ ქოიავა.

სალექციო კურსის მიზანია, წარმოაჩინოს მდგრადი და ეფექტიანი კაპიტალის ბაზრის რეგულირების როლი საქართველოში მიმდინარე ტრანსფორმაციული პროცესების თანამედროვე ეტაპზე და კაპიტალის ბაზრის რეგულირების შესაძლებლობა ერთიანი ეკონომიკური სისტემის ფარგლებში. სალექციო კურსის ფარგლებში განიხილავენ შემდეგ თემებს: კაპიტალის ბაზრის აუცილებლობა და მისი რეგულირების საჭიროება; იდეალური სისტემის უტოპია და ლოკალური ოპტიმუმი; კაპიტალის ბაზრის რეგულირების ერთიანი სისტემური ჩარჩო; საქართველოს კაპიტალის ბაზრის ტრანსფორმაცია და მიმდინარე რეფორმები.

ნიკოლოზ ქოიავას თქმით, მსგავსი პროექტები დიდ დახმარებას უწევს მომავალ ეკონომისტებსა და ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტებს. ამ ეტაპზე მონაწილეობის მიღება მხოლოდ ილიაუნის ბიზნესსკოლის სტუდენტებს შეუძლიათ.
"კაპიტალი ბაზრის მახასიათებლების ცოდნა აუცილებელია არამხოლოდ ამ სფეროს სპეციალისტისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის. კაპიტალია ყველაფერი, რასაც რესურსის სახით ვიყენებთ, ეს იქნება ადამიანი, ტექნოლოგია თუ მიწა. მიხარია, რომ სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ ამ პროექტში და დაინტერესებულები არიან ამ თემით" -განაცხადა ნიკოლოზ ქოიავამ.
მონაწილეთათვის გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, IDFI-სა და ბრემენის უნივერსიტეტის ერთობლივი სერტიფიკატი. სამ ყველაზე აქტიურ სტუდენტს საჩუქრად გადაეცემა "მარკეტინგის საფუძვლები" ან "ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები". ასევე
ბლოკ-კურსის მონაწილეთათვის ჩატარდება ესსეების კონკურსი ბლოკ-კურსის თემატიკის გარშემო და 2 საუკეთესო ავტორს გადაეცემა Kindle.





გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary