შეხვედრა პროექტის „თბილისი გათენებიდან დაღამებამდე” ფარგლებში
05 ივლისი, 2013
                  შეხვედრა პროექტის  „თბილისი გათენებიდან დაღამებამდე” ფარგლებში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოკლუბმა პოლონეთის ქალაქ ლოძის კინოსკოლის პროფესორებს უმასპინძლა.
ისინი თბილისში პროექტის „სამყარო გათენებიდან დაღამდებამდე“ ფარგლებში ჩამოვიდნენ. პროექტი მოიცავს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღებას, შეიქმნება ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი ''თბილისი გათენებიდან დაღამებამდე''. მათ თავდაპირველად ასეთი დოკუმენტური მეთოდი ლოძის სახელმწიფო კინოსკოლის სტუდენტებს შესთავაზეს.
ამის შემდეგ მათი მიზანი გახდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულიყო მსგავსი პროექტები. ისინი უკვე შეხვდნენ მინსკის, მოსკოვის, კიევის, პეკინისა და ტოკიოს კინოსკოლებს. სტუდენტებმა კი შექმნეს თავიანთი ქალაქების კინოდოკუმენტური სახეები. 2013 წელს პროექტს შეუერთდა თბილისიც, კერძოდ, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები. დღეს გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: კინოსკოლის პროფესორები პაველ ლოზინსკი და  რაფალ ლისტოპადი. მათი ვორკშოპამდე მასტერკლასი ჩაატარეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ არამარტო თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, არამედ მოხალისე მსმენელები და კინოს შექმნით დაინტერესებული ახალგაზრდები. ერთ-ერთმა მოხალისემ ელი გახარიამ აღნიშნა - „ისეთი პროექტი, სადაც ნებისმიერ ადამიანს, ვისაც გულით სურს ფილმის გადაღებაში მიიღოს მონაწილეობა, ნამდვილად დასაფასებელია“.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary