ისლამი და მისი კულტურული პარადიგმები
03 დეკემბერი, 2015
ისლამი და მისი კულტურული პარადიგმები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდა საჯარო დისკუსია თემაზე - "ისლამი და მისი კულტურული პარადიგმები".

დისკუსიიის მომხსენებლები იყვნენ თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორები: ნუცა ბათიაშვილი, თინათინ ქაროსანიძე და თამთა ხალვაში.

დასაწყისში მომხსენებლებმა ყურანის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ყურანის მიხედვით განიხილეს ტერორიზმი. ისლამი ნიშნავს მშვიდობას და იგი, როგორც ქრისტიანობა, თავის მოკვლას, სუიციდს უდიდეს ცოდვად მიიჩნევს. ყურანის მიხედვით სიცოცხლე არის ალაჰის საჩუქარი, რომელიც ადამიანებმა მიიღეს, ამიტომ თავად ადამიანს ეზღუდება სიცოცხლის მოსწრაფების უფლება, ვისიმე ან თავისივე სიცოცხლის. ისლამის კულტურულ პარადიგმებზე საუბრისას მათ აღნიშნეს, რომ ისლამი თვითონ არის ძალიან წინააღმდეგობრივი რელიგია, რადგან იგი სხვადასხვა პოლიტიკურ და სოციალურ დისკურსში განვითარდა. მისი მიმდევრები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანები არიან, ამიტომ ისლამი, როგორც რელიგია, გეოგრაფიულ ცვლილებებსაც ექვემდებარება. რაც შეეხება ტერორიზმს, რომლის დაახლოებით 109 განმარტება არსებობს, არ უნდა გავაიგივოთ ისლამთან, პირიქით, უნდა გავმიჯნოთ ისინი ერთმანეთისგან. დღეს ტერორიზმის ახალი სახეა "ულიდერო ჯიჰადი", რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ ჭირდებათ მეთაური. ისინი მიიჩნევენ, რომ ომში არიან, ამიტომ მათი ქმედება რელიგიისგან დამოუკიდებლად აუცილებლად არის ტერორიზმი. ტერორისტების მოტივაცია შეძლება იყოს პოლიტიკა, ეკონომიკა, ძალაუფლება და სხვა. საქართველოზე მეტად განვითარებული ქვეყნებიდანაც მიდიან "ისლამურ სახელმწიფოში" გასაწევრიანებლად, ეს არის ამ ადამიანების ძიების პროცესი და არა მხოლოდ ეკონომიკური ინტერესები, რაც იკვეთება აჭარასა და პანკისში.

მომხსენებლებმა საქართველოში ისლამის განვითარებაზე საბჭოთა კავშირის დროიდან ისაუბრეს, როდესაც რელიგია იყო რეპრესირებული და მათი მიმდევრები იდევნებოდნენ. მათი თქმით, ისლამმა საბჭოთა კავშირის დროს მეტი ძალადობა განიცადა, რელიგია დაუკავშირდა ეროვნებას და ეს ადამიანები აღიქმებოდნენ, როგორც შიგნით არსებული სხვა, ერში მცხოვრები უცხო ერი. საქართველოს კონტექსტში ქართველობა უკავშირდება ქრისტიანობასა და ქრისტიანულ კულტურას, ამის კარგი მაგალითია ზემო აჭარა, სადაც სწორედ მსგავსი შეხედულების გამო ორმაგი ტრადიციები წარმოიქმნა. საჯარო დაწესებულებებში, სკოლებსა და ინსტიტუტებში მუსლიმ ადამიანებს სირთულეები ექმნებათ, ამის აღმოფხვრასა და მოგვარებაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს სახელმწიფო სტრუქტურები, ჩვენ არ უნდა გვქონდეს ისეთი რელიგიური ნორმები, რომლებსაც ადამიანის დისკრიმინაციამდე მივყავართ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary