კოკო დავლაშერიძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გალერეა „IART“-ში
06 დეკემბერი, 2015
კოკო დავლაშერიძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გალერეა „IART“-ში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

გალერეა „IART“-ში კოკო დავლაშერიძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. კოკო დავლაშერიძე სამხატვრო აკადემიის მეოთხე კურსის სტუდენტია და ეს მისი რიგით მეორე გამოფენაა.


ზეთის საღებავებით შესრულებულ ტილოებზე შეხვდებით პორტრეტებს, პეიზაჟებს, არქიტექტურასა და ნატურმორტს. გამოფენა-გაყიდვაზე მან წარმოადგინა ყველა აქამდე შექმნილი ნამუშევარი.


კოკომ აღნიშნა, რომ მისი ნამუშევრები ასახავენ რეალობას და მათში გადმოცემულია იგივე განცდები, რომლებიც ტილოზე ასახულ საგნებს უკავშირდება. მისი თქმით, ზოგიერთ ნახატში გადმოცემულია პროტესტი არსებული რეალობისადმი. მის ერთ ტილოზე ეკლესიის ფონზე დაჭრილი ხორცია დახატული. "ეს ნახატი ეძღვნება თბილისობას, რომელიც უნდა იყოს ლამაზი დღესასწაული, ქართველებმა კი დავამახინჯეთ ეს დღე, რადგან ეკლესიის ფონზე ვწირავთ ცხოველებს, სისხლს ვღვრით. ეს ნახატი არის ჩემი პროტესტი ამ რეალობის წინააღმდეგ" - განმარტა ტილოს ავტორმა.


მეორე პროტესტი ქართულ რეალობას შეეხება, როდესაც ადამიანები ერთმანეთის პირად ცხოვრებასა და ურთიერთობებში ერევიან.
გამოფენაზე სიტყვით გამოვიდნენ კოკოს პედაგოგები და აღნიშნეს, რომ ამ ყველაფერზე, რაც ერთ საგამოფენო სივრცეში მოხვდა, კოკო წლების განმავლობაში მუშაობდა. მათი თქმით, კოკოსგან კიდევ ძალიან ბევრ და საინტერესო ნამუშევარს ვიხილავთ.
რაც შეეხება თვითონ კოკოს, მას სამომავლო გამოფენისთვის ჯერ გეგმები არ აქვს. "რთულია მხატვრობაში რამე დაგეგმო, რადგან თითოეული ნამუშევარი გარკვეულ დროს მოითხოვს" - გვითხრა კოკო დავლაშერიძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary