შეხვედრა აბორტის პრობლემის გადაჭრაზე
08 დეკემბერი, 2015
შეხვედრა აბორტის პრობლემის გადაჭრაზე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციასთან "სიცოცხლის გადასარჩენად".

შეხვედრაზე განიხილეს აბორტის თემა და ამავე თემატიკაზე ტელეკომპანია GDS-ის მიერ შექმნილი ფილმი აჩვენეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ მედიცინის დოქტორი ნინო თოთაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეან-გინეკოლოგი ალეკო ლაბარტყავა და აკადემიკოსი, პედიატრი,“პედიატრიის დაცვის ფონდის“ ხელმძღვანელი გოგი ჩახუნაშვილი.

პროფესორებმა ისაუბრეს აბორტზე. ფილმში დეტალურად არის აღწერილი მისი შესაძლო შედეგები და ის პრობლემები, რასაც იწვევს.

„ჩანასახიდანვე ბავშვს აქვს უფლება, იყოს დაცული. ოფიციალური მონაცემებით წინა წელს 271 410 აბორტი გაკეთდა, რეალური შედეგი კი 4-ჯერ მეტია. ეს საგანგაშო მდგომარეობაა“ - განაცხადა პროფესორმა ალეკო ლაბარტყავამ.
ახალგაზრდული მოძრაობის დამფუძნებელისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სიცოცხლის გადასარჩენად“ წევრის ანდრო სარჯველაძის განცხადებით, თუ აბორტი გახდება ჩვეულებრივი და აბსოლუტურად მისაღები საქმე, ეს მიგვიყვანს ერის ზნეობრივი დაცემის უკიდურეს დონემდე.

„აბორტი ქალის ფსიქიკას აუნაზღაურებელ ზიანს აყენებს. გარდა ამისა, მისი შესაძლო გართულებებია: უშვილობა, სქესობრივი მოშლილობა, მკერდის კიბოს განვითარების მაღალი რისკი და სხვადასხვა ინფექციური დაავადება. აუცილებელია კანონის გამკაცრება და იმის გააზრება, რომ საავადმყოფოს გარეთ, არაექიმის მიერ გაკეთებული აბორტი კრიმინალია. მე მივესალმები ახალგაზრდების წამოწყებას და მხარს ვუჭერ მათ“ - განაცხადა ჩვენთან საუბარში პედიატრმა გოგი ჩახუნაშვილმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary