„არტუალური გენერატორი“
20 დეკემბერი, 2015
„არტუალური გენერატორი“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სოციალურ ბარ "გენერატორი 9.8"-ში "Artual People"-ის ორგანიზებით გაიმართა "არტუალური გენერატორი".

ღონისძიება მოიცავდა მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილ აქტივობებს ხელოვნების სხვადასხვა სფეროდან. არტისტებს შესაძლებლობა მიეცათ, საზოგადოებისთვის გაეცნოთ საკუთარი ნამუშევრები.

ორგანიზაცია "Artual People"-ის მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდა ხელოვან ადამიანებს მათი ნიჭის რეალიზებასა და განვითარებაში, ასევე მათი შემოქმედების პოპულარიზაციაში.
ამ იდეას მხარი დაუჭირა და უმასპინძლა სოციალურმა ბარმა.
"გენერატორი 9.8" საერთო სამუშაო სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვანი ადამიანების ხელშეწყობასა და ხელოვნების განვითარებას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაზე.

ღონისძიება 12:00 საათზე "არტ გამოფენით" გაიხსნა. ფოტოგრაფმა ლუკა შერმადინმა და მხატვარმა მარიამ ზაზაძემ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება გააცნეს.
"ძალიან საინტერესო ნამუშევრებია. ფოტოგრაფიით დიდი ხანია გატაცებული ვარ, თუმცა, სამოყვარულო დონეზე. ჩემი ყურადღება მიიპყრო ნახატებმა, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმით არის შესრულებული. მიხარია, რომ "გენერატორი 9.8" არსებობს და ახალგაზრდებს შემოქმედებით ასპარეზს აძლევს. აქ მოსვლა ჩემთვის ყოველთვის სიახლესთან ასოცირდება" - განაცხადა ღონისძიების სტუმარმა ნინო ხაბურზანიამ.
გამოფენის შემდეგ ირაკლი დონაძისა და ნიკა ბროლაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება გაიმართა.
ირაკლი დონაძის ბოლო ნამუშევარმა "დაბადება" განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
ეს არის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, 13 წუთში მოქცეული გზა დაბადებიდან გარდაცვალებამდე.

დღის ბოლოს ცოცხალი მუსიკით გაანებივრეს მსმენელები მუსიკოსებმა: ინგა ბალანჩივაძემ,
ცია ლაბაძემ, იოანე ქვარაიამ და ლექსო რატიანმა.










გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary