თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით თსუ-ში,,33ა"-ს სოლო კონცერტი გაიმართა.
კონცერტი საქველმოქმედო ხასიათის იყო. ნიაზ დიასამიძემ თავისი ცნობილი სიმღერები შეასრულა, რამაც დარბაზის ოვაციები გამოიწვია.
"ძალიან მაგარი კონცერტია. ნიაზი ჩემი ფავორიტია. მიხარია, რომ თსუ მასპინძლობს ამ მომღერლის კონცერტს. დიდი სიამოვნება მივიღე" - გვითხრა ერთ-ერთმა მაყურებელმა სალომე კარბაიამ.
"თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით მსგავსი სახის კონცერტები ყოველ კვირას ტარდება, დაახლოებით სემესტრის განმავლობაში 12-17 გრანდიოზული კონცერტი იმართება. რაც შეეხება დღევანდელი კონცერტის მიზანს, ის საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა - ბავშვთა სახლ,,ბეღურების" დასახმარებლად. დარბაზში ჩამოტარდა ყუთები. შეგროვილი თანხა კი გადაეცემა ბავშვთა სახლის წარმომადგენლებს. ძალიან კარგი კონცერტი გამოვიდა, ვიმედოვნებ, რომ სტუდენტებმაც სიამოვნება მიიღეს დღევანდელი ღონისძიებით და დადებითი ემოციებით დატვირთულებმა დატოვეს სააქტო დარბაზი" - განაცხადა ჩვენთან საუბრისას თსუ-ს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღანელმა ოთარ ფარულავამ.
შეგახსენებთ, რომ თსუ სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტი სემესტრის დამთავრებამდე კიდევ ერთი, ამჯერად უკვე დასკვნითი ღონისძიების ჩატარებას გეგმავს.