კლასიკური მოდერნიზაციის ნახტომები
22 დეკემბერი, 2015
კლასიკური მოდერნიზაციის ნახტომები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ გიორგი დერლუგიანის საჯარო ლექციას გაიმართა თემაზე - კლასიკური მოდერნიზაციის ნახტომები.

ლექცია ჩატარდა ლექციათა ციკლის "კრიზისი და კრიტიკა" ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს პროგრამა "კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი".

გიორგი დერლუგიანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ამერიკელი სოციოლოგია. იგი ავტორია წიგნისა: "ბურდიოს საიდუმლო თაყვანისმცემელი კავკასიაში", რომელიც 2005 წელს დასახელდა წლის საუკეთესო წიგნებს შორის.
"პროფესორმა დერლუგიანმა საბჭოთა კავშირი 1990 წელს დატოვა, რის შემდეგაც აშშ-ში მოღვაწეობს. იყო იმანუელ ვალერსტაინის მოწაფე და მსოფლიო სისტემების ანალიზის მიდგომის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ის არის ცივი ომის შემდგომი გლობალიზაციის თეორეტიკოსი და კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და აფრიკაში ეთნიკური ძალადობის, ომისა და რევოლუციის სპეციალისტი. უაღრესად სასიხარულოა, რომ ილიას უნივერსიტეტი მასპინძლ რექტორმა გიგა ზედანიამ.

ლექტორმა ძირითადი აქცენტები ევროპაზე გააკეთა. მან ისაუბრა პოლონეთზე, გერმანიასა და რუსეთზე, იმ გამოცდილებაზე, რაც საბჭოთა კავშირმა და კომუნიზმმა დატოვა არ მხოლოდ კონკრეტულ ქვეყნებზე, არამედ მსოფლიოზე.

პროფესორის თქმით, წინსვლისა და განვითარების რეალური ბერკეტები არსებობს, თუმცა, ქვეყნებს უჭირთ სადავეების ხელში ჩაგდება.

"საბჭოთა კავშირმა თავისი მოდელი შესთავაზა სამყაროს, რაც, ბუნებრივია, ამ დროსა და ამ ეპოქაში არ მუშაობს ეფექტურად. ქვეყნები უნდა განვითარდნენ თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობებისა და თანამედროვე ეკონომიკის გზით, რის საფუძველსაც საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევა წარმოადგენს" - განაცხადა გიორგი დერლუგიანმა.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ იაპონია მოდერნიზაციის კლასიკური წარმატებული მაგალითია, პოლონეთი კი - მოდერნიზაციის კლასიკური მარცხი. მან მოდერნიზაცია გეოპოლიტიკურ ჭრილში განიხილა და კონკრეტულ რეკომენდაციებზე ისაუბრა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary