კონკურენტი მეზობლად
24 დეკემბერი, 2015
კონკურენტი მეზობლად ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის ბიზნესის სკოლის მკვლევარის თათული დუშუაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - კონკურენტი მეზობლად.

მომხსენებელმა ლექციის განმავლობაში ძირითადი ყურადღება გაამახვილა კონკურენტების შედარებით ანალიზზე. ჩვენს ქვეყანაში ხშირად ვაწყდებით მსგავსი ტიპის კომერციული ობიექტების გვერდიგვერდ არსებობას. ყველაზე ხშირად ეს ეხება აფთიაქებს, ბენზინგასამართ სადგურებს, რესტორნებს.

კონკურენტების გვერდიგვერდ არსებობას ობიექტური ეკონომიკური მიზეზები აქვს. ადგილმდებარეობის როლი ბიზნესის წარმატებასა და განვითარებაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად, კონკურენტები ცდილობენ, სავაჭრო თამაშში აქტიურად ჩაერთონ და აკონტროლონ ერთმანეთი.

ლექტორის თქმით, საქმე გვაქვს აგრესიულ კომუნიკაციასთან. გამყიდველთა წარმატება ყოველთვის დამოკიდებულია მყიდველთან სიახლოვეზე, რაც პირველ რიგში, ტერიტორიულ სიახლოვეს გულისხმობს. რაც უფრო ახლოს არის სასურველი მაღაზია თუ ნებისმიერი სასურველი დაწესებულება, მით მაღალია პროდუქტით ან მომსახურებით სარგებლობის ალბათობაც.

"კომპანიები სხვადასხვა მარკეტინგულ სტრატეგიას იყენებენ, მათ შორის კონკურენციას ადგილმდებარეობის მიხედვით. კონკურენტების ახლოს განლაგებას თავისი მიზეზები აქვს. ხშირ შემთხვევაში, კომპანიები კონტროლის მიზნით ცდილობენ, ერთმანეთთან ახლო მდებარეობის არჩევას. ეს მომხმარებლისთვის საკმაოდ კარგია, რადგან აქვს მეტი არჩევანის საშუალება და რისკის დივერსიფიკაციაც შეუძლია. გარდა ამისა, რაც უფრო ახლოს არის სასურველი დაწესებულება, მით უფრო მოსახერხებელია" - განაცხადა მომხსენებელმა თათული დუშუაშვილმა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary