ერთი დღე ოკუპირებული ტერიტორიიდან ჩამოყვანილ მოსწავლეებს
25 დეკემბერი, 2015
ერთი დღე ოკუპირებული ტერიტორიიდან ჩამოყვანილ მოსწავლეებს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ახალგაზრდული კონგრესი "თბილისის ახალგაზრდული მერიის" ინიციატივით ოკუპირებული ტერიტორიიდან (დიცი, დვანი, ერგნეთი) სკოლის 25 სკოლის მოსწავლე ჩამოყვანეს.


ღონისძიება გულისხმობდა მათთვის ერთი დღის გალამაზებასა და გამრავალფეროვნებას დედაქალაქში.
მოსწავლეები კინოთეატრ "რუსთაველში" წავიდნენ. ფილმის დასრულების შემდეგ მათ "ფრესკოს"კაფემ უმასპინძლა. ორგანიზატორებმა ბავშვებს თბილისის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინეს, შემდეგ ბავშვებმა ლეიბორისტული პარტიის ოფისში გადაინაცვლეს, სადაც შალვა ნათელაშვილს შეხვდნენ.

ამ უკანასკნელმა ისაუბრა იმაზე, რომ დღევანდელ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია ყველა სფეროში. ძირითადი აქცენტი გააკეთა სირთულეებზე, რაც საზღვრისპირა ცხოვრებას ახლავს და მოსწავლეებს უთხრა, რომ ეს გმირობაა. 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში დღის შემაჯამებელი ეტაპი იყო, სადაც მონაწილეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

"მსგავი ღონისძიებები ჩვენს დედაქალაქში იშვიათად ტარდება. ამიტომ ჩვენმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა, გაგვეკეთებინა პროექტი. მსგავსი ინიციატივების სიმრავლე ძალიან სასიხარულო და სასარგებლო იქნება. დღემ კარგად ჩაიარა, ჩვენი მოლოდინი სრულიად გამართლდა და რაც მთავარია, ბავშვები არიან კმაყოფილები" - განაცხადა ახალგაზრდული კონგრესის "თბილისის ახალგაზრდული მერიის" წევრმა და პროექტის ორგანიზატორმა მარიამ დეკანოსიძემ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary