პროექტის ”სტუდენტები გამჭვირვალობისთვის” სამუშაო შეხვედრა ქუთაისში
05 ივლისი, 2013
 პროექტის ”სტუდენტები გამჭვირვალობისთვის” სამუშაო შეხვედრა ქუთაისში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
პროექტის "სტუდენტები გამჭვირვალობისთვის" პირველი მოხსენებითი პრეზენტაცია და სამუშაო შეხვედრა გაიმართა დღეს აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში.
პრეზენტაციის ფარგლებში სტუდენტები გაეცვნენ თავიანთი უნივერსიტეტის ღონისძიებებს, არსებული ანაზღაურების სისტემას, სხვა მათთვის საინტერესო საკითხებს. პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო ჩატარებული გამოკითხვის შედეგები და, როგორც აღმოჩნდა, სტუდენტების 54% არ დაინტერესებულა, სად იხარჯება მათ მიერ გადახდილი სწავლის ქირა.
პროექტის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია "students together" რუსა გონგლაძისა და ნინო ნაკანის ხელმძღვანელობით. პროექტი დაფინანსებულია "ღია საზოგადოება -საქართველოს" მიერ .
ორგანიზაციის პრეზიდენტმა რუსა გონგლაძემ სტუდენტებს გააცნო სსიპ-დან აიპ-ზე გადასვლის უნივერსიტეტების სტატუსების ცვლილებების მნიშვნელობა და შედეგები, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის მმართველობის სტრუქტურა. ორგანიზაციის პრეზიდენტის დამხარემ ირაკლი ქაჯაიამ ისაუბრა უნივერსიტეტის შემოსავლების წყაროებზე, მათ გადანაწილებასა და ხარჯებზე.
პროექტის ორგანიზატორის რუსა გონგლაძის თქმით, ამ პროექტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანია სტუდენტებისა და უნივერსიტეტების ადმინისტრაციის ხელმძღვანელების ერთმანეთთან დაახლოება, საჯარო ინფორმაციის სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომობა, სტუდენტების ინფორმირება, თუ როგორ შეიძლება მათთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება. "გვსურს, ახალგაზრდები არ იყვნენ ინდიფერენტულები, მათ კრიტიკის ნაცვლად ისწავლონ თანამშრომლობა, მოგვაწოდონ პროექტები, რეკომენდაციები და ერთად ვიზრუნოთ პრობლემების გადაჭრაზე. სექტემბერში ვგეგმავთ უფრო მასშტაბურ ღონისძიებას, სადაც მოწვეულნი იქნებიან უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, სახელმწიფოს წარმომადგენლები და მათთან ერთად სტუდენტები" - განაცხადა რუსა გონგლაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციამ "students together" მსგავსი პოექტები წარმოადგინა ხუთ უნივერსიტეტში (თსუ, სოხუმის უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გორის უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი).


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary