„ანბანოგრაფია 33“
22 იანვარი, 2016
„ანბანოგრაფია 33“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"თიბისი არტ გალერეაში" საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა სახელწოდებით - "ანბანოგრაფია 33".

პროექტის ორგანიზატორია ფოტოგრაფი მარი ნაკანი, მისი თქმით, "ანბანოგრაფია 33" ეხმაურება და ერთგვარი გაგრძელებაა უკვე ცნობილი პროექტისა "წერე ქართულად". 

"გვინდოდა, ამ გამოფენით კიდევ ერთხელ გამოვხმაურებოდით ქართულ ანბანს და გვეჩვენებინა ადამიანებისთვის: აი, რა ლამაზი ქართული ანბანი გვაქვს" - აღნიშნა მარი ნაკანმა.

გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილია დამწყები ფოტოგრაფების მიერ ქართული ანბანის თემატიკაზე შექმნილი 100-ზე მეტი ნამუშევარი, სტუდენტების თვალით დანახული ანბანური ფოტოკადრები, მხატვრული და კონცეპტუალური ინსტალაციები. მაგალითად, ასო ე-ზე აღბეჭდილია ძველებური ტელეფონის ყურმილი, რომელიც ვიზუალურად ჰგავს ე-ს, ფოტოს კონცეფცია ასეთია - "ელაპარაკე მას". 

გამოფენა-გაყიდვის პარალელურად გაიმართა ჯიპას ტრენინგების ცენტრის კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია, რომელშიც გამოვლინდა და დაჯილდოვდა სასერტიფიკატო პროგრამის ექვსი საუკეთესო კურსდამთავრებული. მათ საბას ელექტრონულმა სახლმა 100 წიგნის ვაუჩერი გადასცა, ხოლო თითოეულ კურსდამთავრებულს 10 წიგნი უსახსოვრა. 

"ანბანოგრაფია 33-ის" გამოფენა-გაყიდვა "თიბისი არტ გალერიაში" დღეს დაიხურება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary