2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა დღეს დაიწყო
22 იანვარი, 2016
2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა დღეს დაიწყო ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ბრიფინგი გაიმართა 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის შესახებ.

ბრიფინგი გამართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსმა ნინო წერეთელმა.

მან ისაუბრა სტუდენტის სტატუსის შეჩერებაზე, შეწყვეტაზე, აღდგენასა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანაზე.
"მობილობა არის ერთი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან მეორეში გადაადგილება. მობილობის შესაძლებლობა სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ. 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა დაიწყება 22 იანვარს 12:00 საათიდან და 4 თებერვლის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ჩვენი რჩევაა, სტუდენტებმა პრიორიტეტები სწორად დაალაგონ, ყურადღება მიაქციონ საკონკურსო ქულას. გარდა ამისა, პროგრამის არჩევისას ყურადღება გაამახვილონ, ხომ არ აქვს მას რაიმე წინაპირობა, ეს შეიძლება იყოს ტესტირება, გასაუბრება, გამოცდა, ინგლისური ენის დონე და ა.შ. მობილობის ელექტრონული პორტალი www.students.eqe.ge გამართულია და დეტალურადაა განმარტებული რეგისტრაციის ყველა პირობა" - განაცხადა ჩვენთან საუბარში ნინო წერეთელმა.

2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობაში მონაწილეობას იღებს 59 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და სულ გამოცხადებულია 8 771 ვაკანტური ადგილი.
ნინო წერეთლის თქმით, ელექტრონული რეგისტრაცია ამარტივებს მობილობის პროცესს. საიტი საკმაოდ გასაგები და მოქნილია.

სტუდენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მობილობის უფლება ექნებათ სწავლების ერთი წლის შემდეგ. მობილობის კონკურსში წარმატება დამოკიდებულია სტუდენტის მიერ ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებულ საკონკურსო ქულაზე.
შეგახსენებთ, რომ მობილობა დღეს 12:00 საათზე დაიწყო და 4 თებერვლამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის ღირებულება 40 ლარს შეადგენს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary