საჯარო ლექცია თემაზე „ზნესრული და გაორებული პიროვნებები საქართველოს ისტორიაში“
05 ივლისი, 2013
საჯარო ლექცია თემაზე „ზნესრული და გაორებული პიროვნებები საქართველოს ისტორიაში“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ლექცია ჩატარდა თემაზე "ზნესრული და გაორებული პიროვნებები საქართველოს ისტორიაში".
ლექცია ქართული უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ვარდოსანიძემ წაიკითხა.

"დავითიანთან" არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და ანალიტიკოსთა დარბაზ დოქტრინას სალექციო კურსის ფარგლებში დღეს მეშვიდე საჯარო ლექცია ჩატარდა. პროექტის ფარგლებში სულ 10 ლექციაა დაგეგმილი და მათ, ვინც მინიმუმ 8 ლექციას დაესწრება, სერტიფიკატი გადაეცემა.

ლექციის ბოლოს დამსწრე საზოგადოებას კითხვების დასმის საშუალება ჰქონდათ.

"ბატონი სერგოს ლექციები არის შთამაგონებელი და ხელს უწყობს ჩვენში ეროვნულობის ამაღლებას" – აღნიშნა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა თამარ მამადაშვილმა.

"ჩვენი ლექცია შეეხო მეჩვიდმეტე საუკუნეს, რომელმაც მოგვცა ჩვენ ერთ მხარეზე ზნესრული, გამორჩეული პიროვნებები ქეთევან დედოფლის, ლუარსაბ მეორის, ბიძინა ჩოლოყაშვილის სახით და მეორე მხარეზე გაორებული მოღვაწენი, როგორებიც არიან, მაგალითად, როსტომ ხანი, შაჰნავაზი, ლევან დადიანი, გიორგი სააკაძე და ასე შემდეგ" – აღნიშნა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary