პოზიტიური ფსიქოლოგია ბედნიერებისკენ
23 იანვარი, 2016
არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების ინსტიტუტის" ორგანიზებით პროექტის "პიროვნული განვითარების არქიტექტურის" ფარგლებში ჩატარდა მორიგი თავისუფალი საჯარო ლექცია თემაზე - "პოზიტიური ფსიქოლოგია ბედნიერებისკენ".

საჯარო ლექციას გაუძღვა ბრიტანეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტის King"s College London-ის ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრი, კომპანია "ადელანტე"-ს დამფუძნებელი და დირექტორი ანა ტიკარაძე.

ლექციის მსვლელობისას ძირითადი აქცენტი მომხსენებელმა ბედნიერების კონცეფციასა და მისი მიღწევის გზებზე გააკეთა.
"საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების ინსტიტუტი" ხშირად მართავს მსგავს ღონისძიებებს, დღეს ჩვენი მასპინძელი იყო "Dvv international Georgia". არასამთავრობო ორგანიზაცია 2014 წელს დაფუძნდა. მისი ძირითადი საქმიანობა არის ახალგაზრდული და რეგიონული პროექტები, კერძოდ, საჯარო ლექციები, ტრენინგები, ასევე ჩვენს მიმართულებას წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია. დღევანდელი ლექცია პროექტი "პიროვნული განვითარების არქიტექტურის" ფარგლებში ჩატარდა" - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან გოგოხიამ.

ლექცია მიმდინარეობდა დებატებისა და შეკითხვების რეჟიმში.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary