„საკულტო ფილმების ათეული“-ს გახსნა
04 თებერვალი, 2016
    „საკულტო ფილმების ათეული“-ს გახსნა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში "საკულტო ფილმების ათეული"-ს ფარგლებში პირველი ფილმის "network"-ის ჩვენება გაიმართა ინგლისურ ენაზე.

ფილმის რეჟისორია სიდნი ლუმე, ფილმში მონაწილეობენ ამერიკული კინოს ვარსკვლავები: ფეი დანაუეი, რობერტ დიუვალი, უილიამ ჰოლდენი და პიტერ ფინჩი. ფილმმა ოთხი ოსკარი აიღო, საუკეთესო კაცი მსახიობის, ქალი მსახიობის, საუკეთესო ეპიზოდური როლისა და საუკეთესო სცენარის ნომინაციებში. ფილმი წარადგინა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილმა მინისტრმა ნიკა რურუამ და აღნიშნა, რომ ორთვენახევრის მანძილზე, ყოველ ხუთშაბათს 19:00 საათზე ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება, იხილოს საბჭოთა პერიოდში აკრძალული ათი ფილმიდან თითო ფილმი.

"საბჭოთა ცენზურამ სრულიად აბსურდული მიზეზით აკრძალა ეს ფილმი, რომელიც არის სატელევიზიო არხის რეიტინგის დაკარგვაზე, ფილმში ნაჩვენებია, თუ რა ხერხებს მიმართავს ტელევიზია რეიტინგისთვის, შეგვიძლია, პარალელი გავავლოთ დღეს ქართულ რეალობასთან, საქართველოს ტელევიზიებსა და მათ მფლობელებთან. აუცილებლად დაინახავთ ბევრ მსგავსება-განსხვავებას ჩვენს მედიასთან" - განაცხადა ნიკა რურუამ. 

მისი თქმით, ტელევიზიებს სხვადასხვა მცდელობა ჰქონდათ, რომ კინომოყვარულებისთვის ეს ვაკუუმი როგორმე შეევსოთ ტელეპროექტებითა თუ გადაცემებით, მაგრამ მათი უმრავლესობა მალე შეწყდა.

"სწორედ ამ დეფიციტის შესამცირებლად წამოვიწყეთ ეს პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ეს მიჩქმალული ფილმები შევთავაზოთ კინოგურმანებს და კინოს უმდიდრესი ისტორიაც გავაცნოთ" - აღნიშნა ნიკა რურუამ.

ჩვენების ბოლოს დისკუსია გაიმართა. დამსწრე საზოგადოებამ შთაბეჭდილებები და ემოციები ერთმანეთს გაუზიარა, ასევე იმსჯელა ფილმის სიუჟეტსა და განვითარებაზე. 

მომავალ ხუთშაბათს კი ნებისმიერ მსურველს შეეძლება საბჭოთა ცენზურაში მოხვედრლი მორიგი ფილმის ნახვა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary