კანცლერის კენჭისყრა თსუ-ში
10 მარტი, 2016
           კანცლერის კენჭისყრა თსუ-ში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კანცლერის არჩევის პროცესი სტუდენტების აქციის პარალელურად მიმდინარეობდა.

თსუ-ს სტუდენტები კანცლერის პოზიციაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას აპროსტესტებდნენ. მათი თქმით, კანცლერი არის უნივერსიტეტის მეორე პირი, ამიტომ ეს ადამიანი უპირველესად უნდა იყოს სტუდენტებისთვის სასურველი პიროვნება და ამავე დროს სანდო. სტუდენტები ასევე აპროტესტებდნენ იმ ფაქტს, რომ გიორგი გაფრინდაშვილი ერთადერთია, ვინც ამ პოზიციაზე კენჭს იყრის, რაც, მათი თქმით, მეტად ამძაფრებს სტუდენტების ეჭვებს.

"ჩვენ გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას არ ვიწონებთ, იგი არაერთხელ ჩაერია უხეშად სტუდენტური თვითმმართველობის საქმეებში, ამიტომ დღეს ჩვენც გვინდა ამ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება" - აღნიშნა უნივერსიტეტის სტუდენტმა გიორგი გელაშვილმა.

სტუდენტების მრავალრიცხოვანი რაოდენობის გამო ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, ისინი ცდილობდნენ იმ სტუდენტების შეკავებას, რომლებსაც კენჭისყრაზე დასწრება სურდათ. სტუდენტებმა გადაკეტილი კორიდორის საშუალებით კენჭისყრაზე შესვლის საშუალება არ მისცეს სენატის წევრებს, საბოლოოდ, სტუდენტები და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

სტუდენტები მთელი დღის განმავლობაში არ დაიშალნენ, მათ უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა შეხვდა და დაშლისკენ მოუწოდა, რექტორის თქმით, მას არ აქვს კენჭისყრის გადადების უფლება. პაპავამ საპატრულო პოლიციის  თანამშრომლებსაც მოუწოდა, დაეტოვებინათ უნივერსიტეტის შენობა, თუმცა, სტუდენტები და პოლიცია უნივერსიტეტის შენობაში ამ დრომდე ისევ რჩებიან.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary