"ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში" ჟურნალისტ და ხელოვნებამცოდნე გოგი გვახარიას საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - "ქართული ელიტები და მანიპულაციები".
მან ბევრი ისაუბრა მედიის როლზე საზოგადოებაში. "ჩვენ რომ ცუდად ვცხოვრობთ, ამაში დამნაშავე მხოლოდ ქართული ჟურნალისტიკაა. დღეს ჟურნალისტები არ იცავენ ჟურნალისტიკის ეთიკასა და პრინციპებს" - განაცხადა გოგი გვახარიამ.
ლექცია ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მსმენელისთვის. ჟურნალისტი ცდილობდა, ყველა დასმული კითხვისთვის გაეცა პასუხი და განემარტა საკუთარი შეხედულებები. ლექციას ბევრი მიწვეული სტუმარი ესწრებოდა.
"გოგი გვახარია რომ ატარებდა დღეს ლექციას, ძალიან გამიხარდა. ხშირად ვუსმენ მას სხვადასხვა გადაცემაში და ვკითხულობ მის სტატიებს ჟურნალებში. ის ძალიან კარგი მოსაუბრეა. ბევრი საინტერესო რამ გავიგე დღეს მისი ლექციიდან" - აღნიშნა ჩვენთან საუბარში გიორგი მაისურაძემ.
"ლიბერალიზმის საწავლო ცენტრში" ბევრ სხვა ცნობილ ადამიანს წაუკითხავს ლექცია და ეს ტრადიცია კვლავ გაგრძელდება.