კატო მიქელაძე - ფემინიზმის უცნობი ისტორიები
25 მარტი, 2016
კატო მიქელაძე - ფემინიზმის უცნობი ისტორიები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში თამთა მელაშვილმა საჯარო ლექცია ,,კატო მიქელაძე - ფემინიზმის უცნობი ისტორიები" წაიკითხა.

საჯარო ლექცია შედგა თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტისა და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით.

ლექციის მიზანი იყო საზოგადოებისთვის მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტისა და პუბლიცისტის, კატო მიქელაძის, ქალთა უფლებებისთვის თავდაუზოგავ ბრძოლაზე ინფორმაციის მიწოდება.
თამთა მელაძის თქმით, კატო მიქელაძის ცხოვრება მრავალმხრივ საინტერესო იყო:
"კატო მიქელაძე საინტერესოა არამარტო, როგორც აქტივისტი, ფემინისტი, არამედ მას ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდა, როგორც ადამიანს. მისი ცხოვრება ჰგავდა სხვა ფემინისტების ცხოვრებას, რომლებიც ნაკლებად ცნობილნი არიან დღეს საქართველოს ისტორიაში".

მან აღნიშნა, რომ საზოგადოებამ არ იცის ქართველი ფემინისტი ქალების შესახებ, რომლებიც საკმაოდ ბევრნი იყვნენ. არქივშიც კი ძნელია მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვება:
,,არქივში ქალთა მოძიება და პოვნა ძალიან ძნელია, ამ ქალებმა გაიარეს ტოტალიტარული წარსული და ეს მათთვის, როგორც ფემინისტებისა და საზოგადოებრივად აქტიური ადამიანებისთვის არ იყო ადვილი".

მომხსენებლის თქმით, საქართველოში ქალებს უხდებოდათ ბრძოლა განათლებისთვის, პოლიტიკური აზრისთვის, თუმცა, ამ საკითხის გარშემოც ინფორმაციული ვაკუუმია:
"ჩემთვის არავის უსწავლებია, რომ საქართველოში ქალები განათლებისთვის იბრძოდნენ. რაც უფრო მეტად ვუღრმავდები საარქივო მასალას, მით უფრო კარგად ვხვდები, რამდენი ბრძოლა უწევდათ მათ" .

სტუდენტებმა თამთა მელაძეს კითხვები დაუსვეს, მათი თქმით, კატო მიქელაძისა და სხვა ფემინისტი ქალების შესახებ ბევრი ახალი ცნობა გაიგეს:
,,კატო მიქელაძის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდი, ვფიქრობ, მსგავსი საჯარო ლექციები ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი ახალი რამ შევიტყვე ქართველი ფემინისტი ქალების მოღვაწეობის შესახებ" - აღნიშნა ერთ-ერთმა სტუდენტმა ნათია ზაზაძემ.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary