„სიკეთე გადამდებია“
31 მარტი, 2016
     „სიკეთე გადამდებია“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
რუსთაველის მეტროსთან გაიმართა აქცია სახელწოდებით - "სიკეთე გადამდებია".

აქციას უხელმძღვანელა რამდენიმე ახალგაზრდამ, რომლებმაც უფასო საკვები დაურიგეს ადამიანებს. საკვების ფული მათ სოციალური ქსელის საშუალებით შეაგროვეს, შეგროვებული ფულით იყიდეს აუცილებელი პროდუქტები: პური, შაქარი, ზეთი, წიწიბურა, მაკარონი, ბურღულეული, ბუტერბროდები და ნებისმიერ მსურველს დაურიგეს. აქციას მრავალი ადამიანი შემოუერთდა, ზოგი დარიგებაში ეხმარებოდა ორგანიზატორებს, ზოგმა კი საკუთარი დამზადებული ბუტერბროდები მოიტანა და ასეთი ფორმით შეიტანა საკუთარი წვლილი ამ კეთილ საქმეში.

"სიკეთე გადამდებიას" ორგანიზატორის, აკა სინჯიკაშვილი, თქმით, ეს არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი მათი ამგვარი ქმედება, ისინი რეგულარულად აწყობენ მსგავს აქციებს და მომავალშიც აპირებენ გააგრძელონ.
"ყველას მინდა, მადლობა ვუთხრა, ვინც ერთი ლარიც კი ჩამირიცხა, ამ ფულით ორი კვირის მანძილზე საკვები ექნება რვა ოჯახს და დღეს თბილისში არ იქნება მშიერი ასზე მეტი ადამიანი" - აღნიშნა აკა სინჯიკაშვილმა.
"მე, უბრალოდ, მინდა დავეხმარო ამ ადამიანებს, ვისაც სჭირდება საკვები და ჩემი წვლილი შევიტანო ამ კეთილ საქმეში" - გვითხრა აქციის მონაწილემ ნატა ჯაოშვილმა.

"ძალიან კარგი წამოწყებაა აკა სინჯიკაშვილის და ამიტომ შევუერთდი. იმედი გვაქვს, რომ დღეს ჩვენ ვიზამთ, ხვალ - სხვა და სიკეთე მართლაც გახდება გადამდები" - განაცხადა აქციის მონაწილემ ნათია მაისურაძემ.
"უბრალოდ, გამოვიარე და გავოგნდი, იმდენად მომეწონა და შემძრა ამ ამბავმა, დავრჩი ამ ადამიანებთან, რომ მივხმარებოდი და მრავალი ბედნიერი სახე მენახა" - აღნიშნა მოხალისემ ნიკოლოზ ტაბატაძემ.

"მე და ჩემი მეგობრებიც მოხალისეებად მოვედით, უბრალოდ, სასიამოვნოა, როცა შეგიძლია რაღაცით მაინც დაეხმარო ადამიანებს, იმედია, სხვებსაც გაუჩნდებათ სურვილი, დაეხმარონ მათ, ვისაც უჭირთ" - თქვა მოხალისემ თამთა ქარქაშაძემ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary