ამერიკაში სწავლის მსურველთა შეხვედრა monroe college-ის წარმომადგენლებთან
05 აპრილი, 2016
ამერიკაში სწავლის მსურველთა შეხვედრა monroe college-ის წარმომადგენლებთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სასტუმრო რედისონში შეხვედრა გაიმართა one world-ის წარმომადგენლებს, მათი პარტნიორი უნივერსიტეტის monroe college-ის წარმომადგენლებსა და ამერიკაში სწავლის მსურველ სტუდენტებს შორის.

შეხვედრაზე monroe college-ის წარმომადგენლებმა სტუდენტებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები გააცნეს, რომელებიც სხვადასხვა ფაკულტეტს მოიცავს, მათ შორისაა ბიზნესის ადმინისტრირება, სისხლის სამართალი, სამედიცინო და ტექნოლოგიური ფაკულტეტები. ამ ფაკულტეტებზე სწავლა შეუძლიათ აბიტურიენტებს, ბაკალავრებსა და მაგისტრებს. ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, მოიპოვონ 500-დან 3000 დოლარამდე დაფინანსება.

one world-ის საერთაშორისო პროგრამების მენეჯერ ნატალია სამარგულიანის თქმით, ამ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სტუდენტსა თუ აბიტურიენტს, რომლებიც ინგლისურ ენაზე ჩააბარებენ გამოცდებს და ამავე ენაზე გააგრძელებენ სწავლას.

"ვისაც ამ უნივერსიტეტში სწავლის სურვილი აქვს, უნდა მოგვმართონ ჩვენ, ჩვენ ვართ მათი პარტნიორი კომპანია საქართველოში და ჩვენი შუამავლობით ხდება სტუდენტების შერჩევა" - აღნიშნა ნატალია სამარგულიანმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამედიცინო და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, შეხვედრის ბოლოს monroe college-ის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შორის დისკუსია გაიმართა. 

monroe college-ის ონლაინ საბაკალავრო პროგრამა მესამე ადგილს იკავებს ნიუ-იორკში, მათი სწავლების მეთოდი ერთმანეთში აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელშიც ჩართული არიან სტუდენტები 75 ქვეყნიდან. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 14 ათასმა სტუდენტმა დაამთავრა კოლეჯი, ხოლო სტუდენტებზე გაიცა 12 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სტიპენდია.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary