ადამიანი, როგორც განვითარების სუბიექტი
08 აპრილი, 2016
                   ადამიანი, როგორც განვითარების სუბიექტი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "დემოკრატიისა და მოქალაქეობის" კურსის ფარგლებში გაიმართა ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია თემაზე - "ადამიანი, როგორც განვითარების სუბიექტი".

ლევან ბერძენიშვილმა თემა მიმოიხილა მერაბ მამარდაშვილის ფილოსოოფის მიხედვით, რომელიც შინაგან აქტებზეა დაფუძნებული.
ლევან ბერძენიშვილის თქმით, მამარდაშვილი ხშირად უმეორებდა თავის სტუდენტებს, რომ ადამიანი არ არის აღზრდის ობიექტი, ის განვითარების ობიექტია. 

"დღეს ქართულ სკოლებსა და უნივერსიტეტებში მხოლოდ ლამაზ საგნებს ან ლამაზ ისტორიებს ასწავლიან ახალგაზრდებს, ეს შეცდომაა, სინამდვილეში ამით ისინი ვერაფერს სწავლობენ. მშვენიერების სწავლით, მისი თავსმოხვევით ჩვენ მშვენიერი ვერ გავხდებით" - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
მისი თქმით, მამარდაშვილის პირადი ტერმინია შინაგანი აქტი, რომელსაც ადამიანები თავად ჩადიან, დამოუკიდებლად და ერთადერთი, რაც ამაში ეხმარებათ ეს წიგნების კითხვაა, კითხვა არის ტექსტების გაგება მოვლენათა ხარჯზე, სწორედ ეს მოვლენაა შინაგანი აქტი, რომელსაც მკითხველი ახდენს. სოწრედ აქედან გამომდინარე მამარდაშვილი ამბობს, რომ კითხვაც არ ხდის უკეთესს, თუ ამ კითხვის დროს შინაგანი აქტი არ განხორციელდა.

"მაგალითად, ბრაზილიაში ახლა მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც პატიმრებს სასჯელი უმცირდებათ წიგნების კითხვის შემთხვევაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს კანონი ამ ადამიანებს უკეთესად ვერ აქცევს, შინაგანი აქტების განხორციელების თვალსაზრისით კი პატიმრები საუკეთესო მკითხველები არიან" - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
ლევან ბერძენიშვილმა შინაგანი აქტების აღწერისას სხვადასხვა ნაწარმოებზე ისაუბრა, ასევე ერთმანეთს დაუპირისპირა კითხვა და კინემატოგრაფია, მისი თქმით, ორივე კარგია, თუმცა, მათ შორის დიდი კედელია, კინო სინამდვილეში მკვდარია, რადგან იგი გვიკლავს ფანტაზიას და ამ კუთხით ჩვენ ვერ ვვითარდებით.

"კინოში ჩვენ ვისვენებთ, დასვენებული გონება კი არ აზროვნებს, წიგნსა და კინოს სხვადასხვა სიამოვნება და შედეგი აქვს, კინოს ბევრი იღებს, ბევრი მონაწილეობს, ბევრი ამონტაჟებს, წიგნს კი ერთი წერს, წიგნი ერთი ადამიანის აქტია" - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

ლევან ბერძენიშვილის თქმით, მის მიერ ჩატარებული ლექციაც მკვდარი აქტია, რადგან ყველაფერს, რასაც ის ამბობს, უკვე მოფიქრებული აქვს და ახალს არაფერს აკეთებს, თუმცა, მამარდაშვილი არ არის მკვდარი, რადგან მის შესახებ ლაპარაკობენ და მისი ტექსტების საშუალებით შინაგან აქტებს ანხორციელებენ. მისი თქმით, წიგნის ღირებულება სწორედ ამაშია, რომ ის მუდამ იქნება შინაგანი აქტების სათავე.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary