კაპიტალიზმი, როგორც რელიგია
08 აპრილი, 2016
კაპიტალიზმი, როგორც რელიგია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, სოციალური და კულტურული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის, გიორგი მაისურაძის, საჯარო ლექცია "კაპიტალიზმი, როგორც რელიგია" გაიმართა.

მომხსენებელმა ისაუბრა კაპიტალიზმზე, როგორც თანამედროვე სამყაროს რელიგიაზე, მის სოციალურ და კულტურულ ფუნქციებზე. საჯარო ლექცია თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების ორგანიზებით გაიმართა.

"მე მიმაჩნია, რომ აკადემიური დაწესებულება არ არის პოლიტიკიური იდეოლოგიების ადგილი. ვფიქრობ, ყოველთვის, სადაც ჩნდება ერთი აზრი, იქ ჩნდება ძალადობა ცნობიერებაზე, აზრის გაჩენისთვის აუცილებელია დახურული სისტემისგან თავისუფალი სივრცე. საუბარი მექნება წმინდად თეორიულ თემატიკაზე. ვგულისხმობ, იმ თეორიებს, რომელთა ირგვლივაც მიმდინარეობს დისკუსიები არამხოლოდ დასავლეთში, არამედ აღმოსავლეთშიც" - ამ სიტყვებით დაიწყო ლექცია გიორგი მაისურაძემ. 

გიორგი მაისურაძემ კაპიტალიზმი განიხილა, როგორც უნივერსალური, გამიწიერებული რელიგია. მისი თქმით: ,,კაპიტალიზმში რელიგია უნდა დავინახოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ კაპიტალიზმი იმავე საზრუნავის დაკმაყოფილებას ემსახურება, იმავე კითხვებს სცემს პასუხს, რასაც ადრე სხვადასხვა რელიგია სცემდა".

"კაპიტალიზმი არის მსოფლიო რელიგია და მას უპირისპირდება მეორე მსოფლიო რელიგია, ფუნდამენტალიზმისა თუ რელიგიური ექსტრემიზმის სახით. მთავარი მოუგვარებლობა მათ შორის ის არის, რომ კაპიტალიზმს არ ძალუძს ფუნდამენტალიზმის მოსყიდვა". 

მოხსენების შემდეგ აზრთა სხვადასხვაობის გამო ხანგრძლივი დისკუსია გაიმართა. სტუდენტები ლექციას დადებითად აფასებდნენ:
" ნამდვილად საინტერესო იყო, დისკუსიაში მეც ჩავერთე, ვფიქრობ აზრთა გაცვლა-გამოცვლა მნიშვნელოვანია" - აღნიშნა ერთ-ერთმა სტუდენტმა ირაკლი გიორგაძემ.












გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary