,,ჩემი შვილისთვის წარსულიდან“ - პოეზიის საღამო თსუ-ში
05 ივლისი, 2013
,,ჩემი შვილისთვის წარსულიდან“ - პოეზიის საღამო თსუ-ში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდა პოეტისა და ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტის შოთა ფალავანდიშვილის პოეზიის საღამო გაიმართა.
ღონისძიებას პოეტის მეგობრები, ოჯახის წევრები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატის წარმომადგენლები და ლექტორები ესწრებოდნენ.

პოეტის თქმით, საღამო ძალიან სასიამოვნო და შთამბეჭდავი იყო. ,,აუდიტორიისგან ძალიან დიდი დადებითი ემოციები მივიღე, ეს ყველაფერი უკვე ტრადიციად იქცა. ძალიან მოხარული ვარ. სასიამოვნო იქნება ჩემთვის მსგავსი ტიპის საღამოები. ადამიანი, როდესაც რაღაცას ქმნი და რაღაცას აკეთებ, პირველ რიგში, იმის ,,მუღამი" გაქვს, რომ შენი ნაწერები სხვების თვალით დაინახო" - აღნიშნა ახალგაზრდა პოეტმა.

შოთა ფალავანდიშვილმა რამდენიმე ლექსი თავის მეგობრებთან ერთად წაიკითხა. პოეტის მეგობრის თეონა სირბილაძის თქმით, საღამო საკმაოდ დატვირთული და ემოციური იყო. "ყველა მთელი გულისყურით უსმენდა მის თითოეულ სიტყვას იმიტომ, რომ დამატებით დაფიქრებასა და გააზრებას საჭიროებდა. თემებიც არ იყო მსუბუქი, ცოტა ფილოსოფიური ელფერი დაჰკრავდა და თავისი უშუალო, პირადი გამოცდილებით იყო ნაკარნახევი" - გვითხრა თეონამ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი მარიამ გერსამია აღნიშნავს, რომ შოთა არ არის დამწყები პოეტი, ის უკვე არის პოეტი. "ძალიან მიხარია, რომ ჩვენს ახალ თაობას ჰყავს ასეთი ნიჭიერი ადამიანი, რომელიც ძალიან კარგ ემოციებს, აზრებს გვჩუქნის. მე მინდა, უნივერსიტეტმა მაქსიმალურად შეუწყოს შოთას ხელი, რომ მან თავისი როგორც პოეტის კარიერა წარმატებულად გააგრძელოს. ძალიან ბევრი რამის თქმა შემიძლია შოთაზე, მის შემოქმედებაზე, მაგრამ მისი ლექსები ყველაფერზე უკეთ ამბობს თავის სათქმელს. მინდა, რომ შოთამ წეროს ბევრი. მას აქვს დიდი მომავალი, როგორც პოეტს. ვუსურვებ წარმატებებს. ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ ვიყავი მისი ლექტორი და ძალიან მეამაყება ისიც, რომ ვარ მისი მეგობარი" - განაცხადა მარიამ გერსამიამ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary