,,სანამ დროა ჯერ კიდევ“...
13 აპრილი, 2016
,,სანამ დროა ჯერ კიდევ“... ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პოეზიის საღამო ახალგაზრდა პოეტებმა: გიორგი კახელიშვილმა, გურო დავითლაძემ, ზაზა მუხიგულაშვილმა და შალვა ბერიანიძემ გამართეს.

ზაზა მუხიგულაშვილის თქმით, მათთვის ეს უკვე მეორე პოეზიის საღამოა. ახალგაზრდა პოეტები მეგობრობამ და საერთო იდეებმა გააერთიანა:
"ჩვენ ოთხს დიდიხნის მეგობრობა გვაკავშირებს. ამ დროის მანძილზე წარმოიშვა საერთო აზრები, იდეები, განცდები და გადავწყვიტეთ, მსმენელისთვისაც მიგვეწოდებინა ეს ყველაფერი და ვფიქრობთ, ოდნავ მაინც შევცვლით მათ მსოფლმხედველობისადმი დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით. პირველი საღამო შარშან გვქონდა ჩვენ ოთხს, ეს - მეორეა".

დამსწრეები ამბობდნენ, რომ დღევანდელი საღამო ძალიან ემოციური იყო:
"მე გეტყვით, რომ ეს საღამო იყო სიყვარული მსმენელსა და პოეტებს შორის. ეს იყო ერთადგანცდილი ტკივილი და სიხარული. შესანიშნავები არიან, ძალიან მიყვარს თითოეული მათგანი. მათ მთელი სული და გული ჩადეს ამ საღამოში და ჩვენს გულებში შემოაღწიეს. ვესწრებოდი სცენის გაფორმებას და ვხედავდი, როგორ გაფაციცებით აკვირდებოდნენ ყველაფერს – უნდოდათ, რომ, რაც შეიძლება, მაქსიმალურად ესიამოვნებინათ მსმენელისთვის. ეჩქარებოდათ დაწყება, გულში აღარ ეტეოდათ სიყვარული" - აღნიშნა ლიკა კაპანაძემ. 

"არ ვიცი, რა დავამატო იმას, რაც დღეს ამ ბიჭებმა თქვეს. არ ვიცნობდი და ორ საათში ჩემიანები გახდნენ. ძალიან კარგი საღამო იყო, ემოციებით დატვირთული, თან სევდიანი და თან ბედნიერებით სავსე. მათ თვალებში სიყვარულია და ეს არის მთავარი" - გვითხრა თამარ პაიჭაძემ.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary