სტუდენტების მოთხოვნა განათლების სამინისტროს
16 აპრილი, 2016
სტუდენტების მოთხოვნა განათლების სამინისტროს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
14:00 საათზე "აუდიტორია 115"-ის აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ გაიმართა.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტს. ისინი მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი არ აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს. სტუდენტების თქმით, სამინისტრო თვითმმართველობის გაუქმებას არ აპირებს, უბრალოდ, ჩაანაცვლებს მსგავსი ბიუროკრატიული და იერარქიული ორგანოთი. 

"აუდიტორია 115-ის" სტუდენტების ნაწილი სახელმწიფო კანცელარიისაკენ გაემართა, ისინი დემონსტრაციულად გადაადგილდებოდნენ საპროტესტო შეძახილით და პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ. კანცელარიის წინ მათ პოლიცია დახვდათ მობილიზებული. 

ჩვენ გავესაუბრეთ აქციის მონაწილეებს:
,,დღევანდელი აქცია იმით არის მნიშვნელოვანი, რომ განათლების სამინისტროს შევახსენოთ, ჩვენ არ მოვტყუებულვართ. მინისტრის დაპირება ზედმიწევნით ვიცით, თუ როგორ გვპირდებოდა "აუდიტორია 115-ს" ცვლილებებს. 2016 წლის 16 მარტს ჩვენ დავიშალეთ, ის გვეუბნებოდა, რომ ყველაფერს ზედმიწევნით შეასრულებდა. კანონპროექტს, რომელიც ჩვენ გვინდოდა, მიეღო, აუცილებლად მიიღებდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მან მიგვიწვია მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც შედგა გარკვეული სახის შეთანხმება, შევადგინეთ კანონპროექტი, რომელიც გადაეგზავნა სამინისტროს. მათ შეამოწმეს და პირველ აპრილს უნდა გამოეგზავნათ წესით, მაგრამ გადადეს ერთი კვირით, ყოველდღიურად აგვიანებდნენ, ყოველდღე ველოდებოდით, სამწუხაროდ, მოგვატყუეს. კანონპროექტი ზუსტად იმავე შინაარსის არის თითქმის, რასაც სტუდენტური თვითმმართველობის კანონი მოიცავს და მხოლოდ ერთი რამ არის შეცვლილი - სტუდენტური კლუბი სტუდენტური თვითმმართველობის მაგივრად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვართ სტუდენტები, რომლებიც ვიბრძვით სისტემური ცვლილებებისთვის. ჩვენ მოვითხოვთ განათლების რეფორმას, ვითხოვთ კანონში ცვლილებას. ეს სტუდენტები არ გაჩერდებიან მანამ, სანამ გიორგი კვირიკაშვილი არ მოვა ჩვენთან. მან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამ ყველაფერზე, თუკი ქვეყანისთვის პრიორიტეტი არის განათლება. ეს საჭიროა იმისთვის, რომ მომავალი თაობა, მომავალი აბიტურიენტები იყვნენ საუკეთესონი და მიიღონ იმაზე უკეთესი განათლება, ვიდრე დღევანდელ სტუდენტებს შეგვიძლია. უფრო მეტი მეცნიერი გვჭირდება, უფრო მეტი სამეცნიერო დაწესებულება, აუცილებელია, პრიორიტეტად იქცეს მეცნიერება საქართველოში" - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნიკა მჭედლიშვილმა.

"ჩვენი ოთხი მთავარი მოთხოვნაა: მოვითხოვთ განათლების სისტემის სრულ რეფორმირებასა და მეცნიერების პრიორიტეტად ქცევას, რაც გულისხმობს გარე რეფერირებას და სხვა საკითხებს, სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურის გაუქმებასა და წარმომადგენლობითი ფუნქციის გადაცემას საბჭოებში პირდაპირი წესით არჩეული სტუდენტებისათვის, რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევის ახალი, დემოკრატიული წესის შემუშავებას, ოდეერების მიერ უნივერსიტეტების დაუყოვნებლივ დატოვებას. ჩვენ ვთხოვეთ პრემიერმინისტრს, მოსულიყო ჩვენთან შესახვედრად, ახლა გადმოვინაცვლეთ 115-ე აუდიტორიაში, ვაგრძელებთ სამუშაო რეჟიმს და ასევე ველოდებით პრემიერმინისტრის პასუხს შეხვედრაზე" - აღნიშნა მირანდა მალაზონიამ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary