ვლადიმერ პაპავას შემაჯამებელი პრესკონფერენცია
19 აპრილი, 2016
ვლადიმერ პაპავას შემაჯამებელი პრესკონფერენცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პაპავამ სამწლიანი საქმიანობა შეაჯამა.

ანგარიშს მედიის გარდა სტუდენტები და აკადემიური პერონალიც დაესწრნენ. ვლადიმერ პაპავამ ისაუბრა მისი რექტორობის დროს მდგარ მთავარ გამოწვევასა და განხორციელებულ პროექტებზე. ასევე წარმოადგინა ის პროექტები, რომელთა განხორციელებაც უსახსრობის გამო ვერ მოხერხდა, თუმცა, აღნიშნა, რომ არაერთხელ მიმართა სხვადასხვა უწყებას საბიუჯეტო დაფინანსების თხოვნით. 

"უნივერსიტეტს არ ჰქონდა საკმარისი ბიუჯეტი იმ პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც დაგეგმილი გვქონდა, ამიტომ წერილობით არაერთხელ მივმართეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე პრემიერმინისტრსა და განათლების მინისტრს" - აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.

თსუ-ს რექტორმა უნივერსიტეტში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა, მისი თქმით, ახალი რექტორის არჩევნები ხელისუფლების ჩარევის გარეშე ვერ ჩატარდება, რადგან უნივერსიტეტის საკითხის ასეთი კუთხით განვითარებამ ახლა კიდევ უფრო მეტი დაინტერესება გამოიწვია.

"საქართველოში პოლიტიკური კულტურა ძალიან დაბალია, უნივერსიტეტით დაინტერესება კი - ძალიან მაღალი, რის გამოც უნივერსიტეტში მიმდინარე ვერცერთი პროცესი ვერ განხორციელდება პოლიტიკისგან დამოუკიდებლად" - აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ. 

"მე ვრჩები უნივერსიტეტში პროფესორად. ეს ჩემთვის ძალიან საამაყო თანამდებობაა. მყავს ძალიან კარგი სტუდენტები. საკმაოდ ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი" - აღნიშნა თსუ-ს რექტორმა.

ვლადიმერ პაპავა თსუ-ს რექტორად აკადემიურმა საბჭომ 2013 წლის 16 აგვისტოს აირჩია. 2016 წლის 30 მარტს ვლადიმერ პაპავამ აკადემიურ საბჭოს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა. 

თსუ-ს ახალი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები 20 აპრილს გაიმართება, სწორედ ამ არჩევნების შემდეგ დატოვებს ვლადიმერ პაპავა რექტორის თანამდებობას. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს უნივერსიტეტის პერსონალით დაკომპლექტებული კოლეგია, რომელთა შემადგენლობაშიც შედის აკადემიური და სამეცნიერო ხარისხის მქონე ყველა პირი.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary