სტიპენდიები საზღვარგარეთ სწავლის მსურველთათვის
29 აპრილი, 2016
სტიპენდიები საზღვარგარეთ სწავლის მსურველთათვის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
განათლების საერთაშორისო ცენტრი 2016-2017 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებსა და სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღებას იწყებს.

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით უნდა წარმოადგინონ ( https://app.iec.gov.ge/ ).
2016-2017 სასწავლო წლისათვის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები/სპეციალობები:
  • აგრარული მეცნიერებანი;
  • განათლება; ინჟინერია;
  • მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
  • სოციალური მეცნიერებები;
  • ჰუმანიტარული მეცნიერებანი;
  • სამართალი;
  • არქიტექტურა;
  • საჯარო მმართველობა;
  • მენეჯმენტი.
აპლიკანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისია იღებს. თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებენ.

უპირატესობა მიენიჭებათ იმ კონკურსანტებს, რომელთაც აქვთ ინსტიტუციური თანადაფინანსება ან/და პირველად გეგმავენ სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ, აგრეთვე, სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობების და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი. კონკურსის მსვლელობისას მხედველობაში მიიღება ინფორმაცია კონკურსანტის სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობის შესახებ.

საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის (დოკუმენტაციის ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე - http://iec.gov.ge/4272) მიზანია ქვეყნის განვითარებისათვის პრიორიტეტულ დარგებში მაღალკვალიფიციური, საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური ხარისხის მქონე კადრების მომზადება. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირები, რომლებიც ჩაირიცხნენ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე.
კერძოდ, პირი, რომელსაც:
  • მოპოვებული აქვს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი;
  • სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე;
  • სწავლობს უცხოეთის უნივერსიტეტში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას.


განაცხადების წარმოდგენის ვადაა - 26 აპრილიდან - 27 მაისის ჩათვლით (19:00 სთ), 2016.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary