15 მაისს გამოვლინდება 3 საუკეთესო გუნდი და სპიკერი, ასევე გაიმართება დაჯილდოების ცერემონია.
ანი გიგაშვილი თვითონ ხშირად იღებდა კარლ პოპერის დებატებში მონაწილეობას, მისი თქმით, ეს პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდებს უვითარებს მრავალ უნარს, მათ შორის, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების, ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და აღქმის, სხვისი აზრის პატივისცემის: ,,იმ უნარების ჩამოყალიბებაში, რომელიც დღეს ძალიან მეხმარება, ყველა პროექტმა თუ აქტივობამ თავისი როლი ითამაშა, მაგრამ სულ ვამბობ, რომ დებატები იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ალბათ, პირველი იმიტომ, რომ დებატების ფორმატმა მასწავლა, როგორ უნდა მივიღო გადაწყვეტილებები სწრაფად და თუნდაც, მივხვდე ჩემს შეცდომას მალევე გამოვასწორო. ალბათ, დებატებს უნდა ვუმადლოდე ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და აღქმის უნარსაც. თუმცა, საბოლოოდ მაინც მგონია, ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც ახალგაზრდები სწავლობენ, არის ოპონენტის აზრის პატივისცემა და იმის გააზრება, რომ იმ ადამიანებსაც კი, რომლებსაც საერთოდ არ ვეთანხმებით, ზუსტად ასევე სჯერათ თავიანთი „ჭეშმარიტებების“ როგორც ჩვენ.“
სკოლის მოსწავლეები აღნიშნავდნენ, რომ ეს პროექტი დაეხმარება მათ იმ ახალი უნარ-ჩვევების შეძენაში, რომელთა შეძენასაც სკოლაში ვერ ახერხებენ.
,,პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან გავიგე და გავეცანი დებატების არსს, ჩამოვიყალიბე გარკვეული წარმოდგენა, თუ რა თვისებები მჭირდება აქ წარმატებების მისაღწევად. დავასკვენი ისიც, რომ ყოველივე ეს საბოლოო ჯამში აამაღლებს ჩემს ინტელექტს“ -განაცხადა ჩვენთან საუბარისას მარიამ გაბუნიამ.