თსუ-ს მმართველი ორგანოების პრესკონფერენცია
30 მაისი, 2016
        თსუ-ს მმართველი ორგანოების პრესკონფერენცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, ცენტრალური ფაკულტეტების ადმინისტრაციის პროფესურის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტში ბოლო დროს შექმნილ სიტუაციაზე განცხადება გააკეთეს, მათ უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები მიმოიხილეს და სტუდენტებს საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდეს.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დარეჯან თვალთვაძის თქმით, სტუდენტების ასეთი ქცევის შედეგად ირღვევა საუნივერსიტეტო რიტმი, იშლება ლექციები და სწავლების პროცესი, მან ასევე აღნიშნა, რომ ამ მდგომარეობის გამოსწორებაში ორივე მხარის მოთხოვნები მაქსიმალურად უნდა დაკმაყოფილდეს.

"უნივერიტეტი უნდა დაუბრუნდეს გონივრულ ჩარჩოებს, ერთად პარალელურ რეჟიმში უნდა დავიწყოთ ამაზე მუშაობა და ვთხოვოთ განათლების სამინისტროს, რომ სტუდენტთა ორგანიზაციის სტატუსი განისაზღვროს" - აღნიშნა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ.

დარეჯან თვალთვაძის თქმით, სტუდენტებს შორის არსებული დაძაბულობის განმუხტვას, არამარტო საუნივერსიტეტო საზოგადოების, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების თანადგომა ესაჭიროება, რადგან დაძაბულობა სხვა მიზეზებთან ერთად განპირობებულია იმ საკანონმდებლო გაურკვევლობით, რაც "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების მოლოდინმა შექმნა. 

"ვთხოვთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სახელმწიფო სტრუქტურებს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტს, რაც შეიძლება, მალე დამთავრდეს "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის პროცესი, რომელიც სტუდენტური ორგანიზაციის სტატუსს განსაზღვრავს. გადაწყვეტილება, საბოლოო ჯამში, მისაღები აქვს მთავრობასა და პარლამენტს" - აღნიშნა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე აკადემიური საბჭოს სხვა წარმომადგენლებმაც ისაუბრეს, ისინი ერთხმად შეთანხმდნენ, რომ დაუშვებელია ამ პროცესების ასეთი ფორმით გაგრძელება და საჭიროა დაუყოვნებებლი პრევენციული ზომების მიღება.

"სტუდენტების უდიდესი ნაწილის მოთხოვნა არის ის, რომ დამთავრდეს ეს პროცესები და ყველაფერი დაუბრუნდეს კანონის ჩარჩოებს. "აუდიტორია 115"-მა ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით უნდა დატოვოს თვითმართველობის დაკავებული ოთახები" - აღნიშნა აკადემიური საბჭოს წევრმა ელგუჯა მექვაბიშვილმა.

"დღევანდელ ახალგაზრდებს ხელი უნდა შევუწყოთ მაღალი ხარისხის განათლების მიღებაში, ამისთვის აუცილებელია, უნივერსიტეტი კიდევ უფრო განვითარდეს. განვითარების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი გარემოება არასტაბილური, დაძაბული გარემოა. მოვუწოდებთ ყველა სტუდენტს, პროფესორს, მეცნიერს ერთიანი ვიყოთ უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ, ერთად ვიმოქმედოთ უნივერსიტეტის გაუმჯობესებაზე უნივერსიტეტის წარმატებისთვის" - აღნიშნა თსუ-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ღვედაშვილმა. 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary