Artweekend 2016
04 ივნისი, 2016
Artweekend 2016 ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
„Artweekend“ "თავისუფალი უნივერსიტეტის" მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის სტუდენტების პროექტია, რომელიც უკვე ზედიზედ მესამე წელია იმართება. პროექტის ფარგლებში საჯარო ლექციებს  უნივერსიტეტის ლექტორები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები მართავენ.

,,ინტერვიუ მძიმე კაცთან“- ასე დაიწყო დღე. სტუდენტებმა კამპუსში მოიწვიეს ტელეკომპანია “ტაბულას” ჟურნალისტი, გადაცემა ,,მძიმე კაცის“ წამყვანი დავით კოვზირიძე, რომელსაც წინასწარ შერჩეული კითხვები დაუსვეს.


ღონისძიების ფარგლებში საჯარო ლექცია სახელწოდებით - “რელიგიური ცენზურა იუმორში” გიორგი ჯანელიძემ წაიკითხა. მან ისაუბრა რელოგიისა და იუმორის დამოკიდებულებაზე. საკითხი მიმოიხილა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითსა და ისტორიულ მოვლენათა ფონზე.


დღის მეორე ნახევარში უნივერსიტეტის ეზოში, არაფორმალურ გარემოში, თორნიკე ქოროღლიშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია ,,ღმერთების იარაღები ანტიკურობასა და თანამედროვეობაში“. ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტთა დაინტერესების გამო იმაზე მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე დაგეგმილი იყო.


,,ძალიან კარგი პროექტია, ნამდვილად სასიამოვნო დღე იყო - საინტერესო ლექციები, არაფორმალური გარემო, შემეცნება და განტვირთვა. ვფიქრობ, საქართველოში საუნივერსიტეტო სივრცეს აკლია მსგავსი პროექტები და მიხარია, რომ “თავისუფალ უნივერსიტეტში” საშუალება მეძლევა ასეთ ღონისძიებებს დავესწრო. ყველაზე მაგარი ისაა, რომ ყველაფერი სტუდენტების დაგეგმილია, აუცილებლად მოვალ შემდეგშიც“ - აღნიშნა "თავისუფალი უნივერსიტეტის" სტუდენტმა ნათია კაპანაძემ.


პროექტის ფარგლებში ხვალ, 5 ივნისს, ზაალ ჩხეიძე გამართავს საჯარო ლექციას სახელწოდებით - ,,მორალი და ბოროტების აპოლოგია ლიტერატურაში“. გარდა ამისა, გაიმართება ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია ,,ანტიკურობა კომიქსებსა და კინოში“. დღის ბოლოს დამსწრეებს შეეძლებათ მოუსმინონ ცოცხალ მუსიკას ჯგუფი ,,წერილის“ შესრულებით.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary