ქართული ღვინის კულტურა მე-19 საუკუნის ფრანგულ ფოტოებში
16 ივნისი, 2016
ქართული ღვინის კულტურა მე-19 საუკუნის ფრანგულ ფოტოებში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
17 ივნისს ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამოფენა „მე-19 საუკუნის ფრანგულ ფოტოებში ასახული ქართული ღვინის კულტურა“ გაიხსნება, სადაც საფრანგეთის სხვადასხვა მუზეუმსა და არქივში დაცულ ფოტოებს ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის შესახებ წარმოადგენენ. გამოფენის ორგანიზატორია კულტურული მემკვიდრეობის კურატორი ანა ჭეიშვილი.

იმ ევროპელ მკვლევართა შორის, რომლებიც საქართველოში მე-19 საუკუნის მანძილზე მოგზაურობდნენ, ყველაზე მეტად სწორედ ფრანგები დაინტერესდნენ ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის შესწავლით. ამას მოწმობს საფრანგეთის არქივებში დაცული მასალები: ფოტოები, ეთნოგრაფიული ჩანაწერები და ექსპედიციების ანგარიშები. აღნიშნული ფოტოების ფართო საზოგადოების წინაშე წარდგენა მნიშვნელოვანია ქართული ვაზისა და ღვინის ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებულ ფოტოებზე ასახულია რთველი, ღვინის დაწურვა, ღვინის მნიშვნელობა სადღესასწაულო სუფრაზე, თიხის სხვადასხვა საღვინე ჭურჭელი, ქვევრები და ა.შ. ფოტოებს ანოტაციების სახით თან ერთვის ფრანგი ავტორების მიერ გაკეთებული ეთნოგრაფიული ჩანაწერები.

გამოფენის გახსნას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს, მეღვინეობის დარგისა და მედიის წარმომადგენლების დაესწრებიან.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary