რეალურად ნარჩენი არის ყველაფერი, რაც პატრონს აღარ სჭირდება და მას თავიდან იშორებს. თავიდან ამ „ზედმეტობის მოშორება”, ძირითადად, ნაგავსაყრელზე ხდება. ამით პრობლემა არ გვარდება, ეს შემდგომი გართულების დასაწყისია. ნარჩენების არასწორი დამუშავება საზიანო და საშიშია გარემოსა და ადამიანებისათვის.
ნარჩენების გადამუშავების შედეგად ახალი რესუსრის წარმოება ხდება, რაც ბევრი საყოფაცხოვრებო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გამოიყენება. ერთ-ერთი ასეთი პროექტია „მაკულიტერატურა’, რომელიც 2012 წლიდან ფუნქციონირებს და საშუალებას იძლევა ძველი გამოუსადეგარი ქაღალდის გადამუშავების შედეგად გადაარჩეს ხეები და მოხდეს ახალი პროდუქციის წარმოება.
დასკვნა ერთია, ყველასა და ყველაფერში შეიძლება სარგებლის პოვნა.
"სტუდენტური კონკურსის" გადაცემებში გამოხატული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს "თავისუფალი ასოციაციის" საინფორმაციო პოლიტიკას. "სტუდენტური ხმა" მიზნად ისახავს ახალბედა ჟურნალისტების ნამუშევრების გაცნობას საზოგადებისთვის და ერთჯერად ხასიათს ატარებს.