ნარჩენების მართვის წარმატებული და ინოვაციური პროექტი
11 ნოემბერი, 2016
ნარჩენების მართვის წარმატებული და ინოვაციური პროექტი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ჯემალ მაღლაფერიძე თავის გადაცემაში საუბრობს ნარჩენების მართვის პროექტზე, რომელსაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ახორციელებს. ჯემალი წარმოშობით ხარაგაულიდან არის, ამიტომ გული შესტკივა "მშობლიურ მიწაზე".

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გასული წლის აპრილ-აგვისტოში 1,7 ტონა პოლიეთილენის ბოთლი და ცელოფნის პარკი ხარაგაულის მცხოვრებთა დახმარებით შეგროვდა. მნიშვნელოვანია ამ პროექტის როლი მოსახლეობის მოქალაქეობრივი თვითშეგნებისა და გარემოსდაცვითი უნარ-ჩვევების ამაღლებაში. ხარაგაულელებს უკვე აქვთ ინფორმაცია, რომ ცელოფნის პარკი და პოლიეთილენის ბოთლი ერთმანეთისგან უნდა განაცალკევონ და შესაბამის ნაგვის ურნაში მოათავსონ. პროექტში სკოლის მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზით ჩაერთნენ. სწორედ ახალგაზრდების განათლება უყრის საფუძველს თაობას, რომელიც ყოველგვარი ფინანსური დაინტერესების გარეშეც დაიცავს გარემოს დაბინძურებისგან.
"სტუდენტური კონკურსის" გადაცემებში გამოხატული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს "თავისუფალი ასოციაციის" საინფორმაციო პოლიტიკას. "სტუდენტური ხმა" მიზნად ისახავს ახალბედა ჟურნალისტების ნამუშევრების გაცნობას საზოგადებისთვის და ერთჯერად ხასიათს ატარებს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary