თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 166-ე საჯარო სკოლაში უფროსკლასელებს შეხვდნენ, სადაც ფრანც კაფკას"მეტამორფოზა" განიხილეს და იმსჯელეს საზოგადოებისა და პიროვნების ურთიერთკავშირზე, სირთულეებსა და განსხვავებულის მიმართ დამოკიდებულებაზე. პრეზენტაცია ინტერაქციული ხასიათის იყო.
პროექტის მხარდამჭერები: თსუ, თავისუფალი ასოციაცია, სორსფაბრიკი, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო.