თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პრეზენტაცია გაიმართა ახალი ელექტრონული ბაზების შესახებ. ამ პრეზენტაციის მთავარი მიზანი იყო, შექმნილიყო ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის.
სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, ელექტრონული ბიბლიოთეკის მეშვეობით სახელმძღვანელოები გადმოწერონ, რაც ძალიან პრაქტიკულია.
"ეს ბაზები არსებობს იმისთვის, რომ აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს სამეცნიერო მუშაობა გაუადვილოს და მათთვის ხელმისაწვდომი გახადოს ის სამეცნიერო სტატიები და წიგნები, რომლებიც ძალიან ძვირია. ჩვენს უნივერსიტეტში ნებისმიერი კომპიუტერიდან არის შესაძლებელი ამ პროგრამით სარგებლობა. ჩვენთან არის როგორც სამეცნიერო, ასევე ზოგადი ლიტერატურის ბაზა, რომელიც ყველა სფეროს მოიცავს. ეს მისაწვდომია როგორც სტუდენტებისთვის, ასევე ლექტორებისთვის"- განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორმა მაკა კორძაძემ.