"ჩემი გოგო"
01 აპრილი, 2018
"ჩემი გოგო" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
3 აპრილს, 19 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ფოტოექსპოზიცია სახელწოდებით "ჩემი გოგო" გაიმართება.

პროექტის ფარგლებში 20 ახალგაზრდა მამის შესახებ, რომელთაც ჰყავთ გოგონები, ფოტოისტორიები მზადდება და სოციალურ ქსელში თავსდება.

ფოტოამბები ასახავს გოგონასა და მამის ურთიერთობას, ცხოვრების წესსა და დამოკიდებულებას.

შეირჩა საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი სახეები, საკუთარ საქმიანობაში წარმატებული და ასევე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი.

გამოფენა 4 აპრილიდან ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოში" გაგრძელდება და 20 აპრილს დაიხურება.

პროექტი მიმართულია გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის წინააღმდეგ. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ასოციაცია" ახორციელებს და მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, სორსფაბრიკი, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო".

"ჩემი გოგო" ხორციელდება სამხრეთ კავკასიის მასშტაბით მიმდინარე რადიოპროგრამის ფარგლებში.

მისამართი:
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, თეთრი დარბაზი
რუსთაველის გამზირი #6


ყველაზე პოპულარული
გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary