ახალგაზრდებმა "დინამო არენასთან" საპროტესტო აქცია გამართეს და გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გზაზე გაწოლა სცადა, რისი საშუალებაც მას პოლიციამ არ მისცა.
ახალგაზრდების პროტესტი რუსი დეპუტატების თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" საფეხბუთო მატჩზე დასწრებას მოჰყვა.
დაკავებულების სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში გაიმართება. როგორც ცნობილია, სხდომა აქციის ფონზე წარიმართება. დაკავებულებს ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი დაიცავს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრის თამარ იოსელიანის განცხადებით, მას პოლიციელმა პლაკატი გადაახია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დააკავეს, მათ ბრალი ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებათ.