TEMPUS-ის პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონია
08 ივლისი, 2013
TEMPUS-ის პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის TEMPUS–ის პროგრამის ფარგლებში 2007-2013 წლებში განხორციელებული პროექტების - "საბაკალავრო პროგრამა გამოყენებით ბიომეცნიერებებსა და ბიოტექნოლოგიაში" და "სამაგისტრო პროგრამა გამოყენებით ბიომეცნიერებებში ქართულ და სომხურ უნივერსიტეტებში" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საბერძნეთის, დიდი ბრიტანეთისა და სომხეთის საელჩოების წარმომადგენლები დაესწრებოდნენ.

"თანამედროვე სამყაროს გამოწვევების გადასალახად აუცილებელია განათლება, პირველ რიგში მინდა მივულოცო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დიდი გამარჯვება, ის მონაწილეობდა სხვადასხვა პროგრამაში. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ერთობლივი დიპლომირების პროგრამას, რომელიც მიმდინარე პროექტის ფარგლებში შემუშავდა. თქვენ შეგეძლებათ, გააგრძელოთ სწავლა ევროპაში და გექნებათ იმის საშუალება, რომ თქვენი დიპლომი აღიარონ ევროპაში. თვითონ პროგრამა გამოყენებით ბიომეცნიერებებს ეხება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით საქართველოში, რომელსაც სჭირდება დააკმაყოფილოს საბაზრო მოთხოვნა" - განაცხადა ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოში ბორის იაროჩევიჩმა.
პროექტები მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთში ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების დარგის განვითარების ხელშეწყობას თანამედროვე და ინოვაციური სასწავლო პროგრამების განხორციელების გზით. მათი განხორციელების შედეგად საქართველოსა და სომხეთის ხუთ წამყვან უნივერსიტეტში ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით შეიქმნა და წარმატებით ფუნქციონირებს, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამები გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების დარგში.







გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary