ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის არქიტექტურული პროგრამის სტუდენტებმა შემაჯამებელი გამოფენა გამართეს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პირველი, მეორე და მესამე კურსის სტუდენტების ნამუშევრები.
პირველკურსელებს წარმოდგენილი ჰქონდათ ორ და სამ განზომილებაში შესრულებულ კომპოზიციები. მეორე კურსის სტუდენტებმა ერთი ოჯახისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი სახლის პროექტი აჩვენეს დამსწრე საზოგადოებას, ხოლო მესამე კურსის სტუდენტებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიის განვითარების გეგმა წარმოადგინეს.
გამოფენაზე მისულ დამთვალიერებლებს ცნობილი არქიტექტორების მიერ შექმნილი პროექტების ასლებისა და მაკეტების ნახვაც შეეძლოთ.

"ძალიან მომეწონა დღევანდელი გამოფენა. ვისურვებდი, ყოველ წელს იყოს, რადგან მეტმა ადამიანმა გაიგოს, რომ ასეთი ნიჭიერი არქიტექტორები გვყვავს. მე დღეს ჩემი მეგობრის ნამუშევრის სანახავად მოვედი და ამავდროულად დავათვალიერე სხვა არაჩვეულებრივი ნამუშევრები" - განაცხადა ლიკა ნოდიამ.
მსგავსი პროექტი კვლავ იგეგმება ერთი წლის შემდეგ, რომელიც ტრადიციულ სახეს მიიღებს და მასში უფრო მეტი სტუდენტი ჩაერთვება.