კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თეატრალური დასის სპექტაკლის პრემიერა
09 ივლისი, 2013
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თეატრალური დასის სპექტაკლის პრემიერა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თეატრალური დასის "ნიღბების" სპექტაკლის პრემიერა სახელწოდებით "...უცნაური სიჩუმეა ირგვლივ..." "თეატრში ათონელზე" გაიმართა.
სპექტაკლში მონაწილეობას 5 მსახიობი იღებდა. პრემიერამ წარმატებით ჩაიარა. თეატრალურ დასს სპონსორი გამოუჩნდა. 

როგორც სპექტაკლის დამდგმელმა რეჟისორმა ეკატერინე კვირკელიამ აღნიშნა, პრემიერა შედგა და მადლობელია ბავშვების. "მიუხედავად იმისა, რომ დასში ყოფნის მსურველთა განაცხადი 95 იყო, საბოლოოდ 5 ბავშვი ამოირჩა, რომლებითაც მე ძალიან კმაყოფილი ვარ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში თეატრალურმა დასმა მუშაობა დეკემბრის თვეში დაიწყო, ამ კონკრეტულ სპექტაკლზე მუშაობა კი 2 თვეს მიმდინარეობდა, რაშიც ბავშვებმა ძალიან დიდი შრომა ჩადეს. თავიდან იყო კომპლექსები, რომლებიც დღეს ნულამდეა დაყვანილი, იყო ნერვიულობაც, თუმცა, ეს პრემიერის წინ ჩვეულებრივი მოვლენაა. პროფესიული სცენა მათთვის პირველი სერიოზული გამოცდა და ზიარება იყო. ვემზადებით გასტროლებისთვის, რომელიც დეკემბერში შედგება და რომლისთვისაც მზადებას უკვე შევუდექით, გვაქვს სცენარი და გვყვავს მთავარი გმირი" - განაცხადა ეკატერინე კვირკელიამ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თეატრალური დასის წევრის ლუბა სლაბადენიუკის თქმით, კმაყოფილია თავიანთი თამაშით. "ძალიან ვნერვიულობდით, თუმცა, ვფიქრობ, იმაზე უკეთესად გამოგვივიდა, რასაც მოველოდით. ეს არის ოფიციალურად მეორე სპექტაკლი, მესამე კი ფესტივალისთვის დაიდგმევა, რომელიც რადიკალურად განსხვავებული და ძალიან მაგარი იქნება" - აღნიშნა ლუბა სლაბადენიუკმა. 

ერთ–ერთი მაყურებლის მაკა ნაცვლიშვილის თქმით, ძალიან მოეწონა სპექტაკლი. "კმაყოფილი ვარ სპექტაკლით და დასის თითოეული წევრით, ვიცი, რომ იგეგმება გასტროლები და დიდ წარმატებას ვუსურვებ" - გვითხრა მაკა ნაცვლიშვილმა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary