ფოტოგამოფენა თელავში
18 ივლისი, 2021
ფოტოგამოფენა თელავში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
20 ივლისს, 17 საათზე, თელავის ძველ ბაღში ექსპოზიცია სახელწოდებით "ჩემი გოგო" გაიხსნება.

ორგანიზატორები გამოფენაზე იმ ფოტომასალას წარმოადგენენ, რომელიც თელავში, აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონსა და ერევანშია გადაღებული. პროექტს თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს, რომლის პარტნიორიც თელავში თელავის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახია.

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა მშობლებისა და მათი გოგონების ყოველდღიურობაა გადმოცემული და განსაკუთრებულ სიყვარულსა და ურთიერთობებზე გვიყვება. კამპანია გენდერის ნიშნით სქესის შერჩევის წინააღმდეგ არის მიმართული.
ექსპოზიცია 20 ივლისის საღამოდან 20 აგვისტომდე თელავის კულტურის ცენტრში განთავსდება.

პროექტის მხარდამჭერია თელავის კულტურის ცენტრი.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary