სამუშაო შეხვედრა ტექნიკურ უნივერსიტეტში
10 ივლისი, 2013
სამუშაო შეხვედრა ტექნიკურ უნივერსიტეტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის "სტუდენტები გამჭვირვალობისათვის" მონაწილეებმა ახალგაზრდებთან სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს.
ღონისძიება მოიცავდა უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგების სტუდენტებისათვის გაცნობას. სამუშაო შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა. ამის შემდეგ სტუმრებს შეეძლოთ მათთვის უკვე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოეთქვათ მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება გადაიჭრას უნივერსიტეტში არსებული პრობლემები.
პროექტი "სტუდენტები გამჭვირვალობისათვის" მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობას, დაუჭიროს მხარი სტუდენტების გააქტიურებასა და მათ ჩართულობას უნივერსიტეტის მართვის პროცესში.
პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „students together“-ის მიერ ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით.
"ჩემთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე, მე მჯერა, რომ ყველა აქ განხილული საკითხი მალე გადაიჭრება. აუცილებელია, ამ პროექტში სტუდენტების მონაწილეობა, რადგან ყველაზე მეტად მათ ესმით და ხვდებიან ყველა იმ პრობლემას, რაც უნივერსიტეტშია" - განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა.
ღონისძიების ბოლოს კი ყველა მონაწილეს სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary