ფოტოგამოფენა "თბილისი გალერიში"
17 ნოემბერი, 2021
ფოტოგამოფენა "თბილისი გალერიში" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
18-22 ნოემბერს, "თბილისი გალერიში", პროექტის "ფოტოისტორიები "რეგიონიდან"" ფარგლებში მომზადებული ფოტომასალის ექსპოზიცია გაიმართება. დამთვალიერებელი ახალგაზრდა ფოტოხელოვანების ნამუშევრებს გაეცნობა. ფოტოისტორიები სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ადამიანების, არსებული საინტერესო ადგილებისა და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ არის მომზადებული, მათ შორის: სოხუმში, ცხინვალში, ახალგორში. ფოტოისტორიები საარქივო მასალებზე დაყრდნობითაც მომზადდა, რომლებიც XIX-XX საუკუნეების სოხუმისა და ცხინვალის, ასევე, ამ ქალაქებში მცხოვრები ადამიანების შესახებაც გვიყვება.

პროექტის ფარგლებში გადაღებული ფოტომასალები ნათლად ასახავს ადგილობრივ პრობლემებს, მაცხოვრებლების ყოფა-ცხოვრებას, ყოველდღიურობას, შეხედულებებსა და გამოწვევას.

ამავდროულად, ჩატარდა ფოტოკონკურსიც, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მისთვის მნიშვნელოვან თემაზე ფოტოისტორია მოემზადებინა. კონკურსში 100-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო და გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ.

პროექტი ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და თავისუფალი ასოციაციის თანამშრომლობით განხორციელდა.

მის: თბილისი გალერი, შოთა რუსთაველის გამზირი 2/4


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary