ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება თსუ-ში
11 ივლისი, 2013
ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება თსუ-ში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
კურსდამთავრებულებს თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა მიულოცა სწავლის დამთავრება და მათ წარმატებები უსურვა. "თქვენ უკვე წარმატებული ადამიანები ხართ, რადგან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრეთ. საკუთარი შრომით მიაღწიეთ ამ შედეგს, რაც მომავალი პროფესიული წინსვლის საფუძველია. თქვენი სახით ქვეყანამ ძალიან კარგი მომავალი თაობა შეიძინა. მთავარია, არ დაგავიწყდეთ უნივერსიტეტი თქვენი ყოველი წარმატების დროს" - განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა. თსუ-ს დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებს მანტიები გადაეცათ. მედიცინის ფაკულტეტის 62-მა კურსდამთავრებულმა "ექიმის ფიცი" დადო. ბაკალავრიატის 17 წარჩინებული კურსდამთავრებული სპეციალური სერტიფიკატით დაჯილდოვდა. 

ცერემონიის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის პირველი კორპუსის წინ ღია ცის ქვეშ კონცერტი ჩატარდა, რომელშიც "თსუ არტმა" და მარიკო ებრალიძემ მიიღეს მონაწილეობა.

ანანო ფაჩუაშვილის თქმით, დღევანდელმა საღამომ სასიამოვნოდ ჩაიარა. "განსაკუთრებით იმის გაანალიზება, რომ აღარ ვარ სტუდენტი, ერთგვარ პასუხისმგებლობას მაკისრებს და ეს შეგრძნება ერთიორად გამიზარდა თსუ-ს ლოგოიანმა მანტიებმა" - აღნიშნა ანანომ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი 2013 წელს 3000-მდე სტუდენტმა დაამთავრა.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary