შეხვედრა თემაზე „ფოტოგრაფია“
11 ივლისი, 2013
შეხვედრა თემაზე „ფოტოგრაფია“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
CISV-საქართველოსა და EMT-ის ოფისში შეხვედრა გაიმართა თემაზე ,,ფოტოგრაფია".
ღონისძიების ხელმძღვანელებმა ნატო მაღრაძემ, ნათია ჯოჯუამ და ვალერი ლაცაბიძემ რუმინეთში ,,ახალგაზრდობა მოქმედებაში"" პროგრამის ფარგლებში ჩატარებული საერთაშორისო ტრენინგის დროს მიღებული გამოცდილება დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს. 

რუმინეთის ქალაქ ტირგუ ფრუმოსში ჩატარებული ტრენინგის მთავარი თემა იყო ,,ფოტო-ვიდეო გადაღების სწავლება"" და სწორედ ამ თემაზე წარიმართა საუბარი, რომელსაც პარალელურად რუმინეთზე გადაღებულ ვიდეოსა და ფოტომასალაზე მომზადებული პრეზენტაცია ენაცვლებოდა. 

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის ნათია ჯოჯუას თქმით, ტრენინგში სულ ექვსი ქვეყანა მონაწილეობდა და თითოეულმა წარმომადგენელმა ბევრი რამის სწავლა შეძლო პროგრამის განმავლობაში.

,,ჩვენ დღეს შევეცადეთ, მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაგვეზიარებინა დამსწრე საზოგადოებისთვის"" - აღნიშნა ნათიამ.

ორგანიზაციის დამფუძნებლის გიორგი თვალიაშვილის თქმით, CISV არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 1950 წელს დაფუძნდა, ხოლო საქართველოში 2006 წლიდან ფუნქციონირებს.

მისი ძირითადი მიზანი მსოფლიო მშვიდობის მშენებლობაა. ,,ორგანიზაციის მისიაა ახალგაზრდებისათვის ხელშეწყობა და, როგორც პიროვნული, ასევე სხვადასხვა უნარ-ჩვევის გამომუშავება, როგორიცაა, მაგალითად, ლიდერობა, გუნდურობა, კონფლიქტების მართვა და სხვა"" - გვითხრა გიორგი თვალიაშვილმა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary