აქცია უკრაინის მხარდასაჭერად
04 მარტი, 2022
აქცია უკრაინის მხარდასაჭერად ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
პირველად უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე ქვეყანაში რუსეთის შეჭრისას გავედი. როგორც ყველა, მეც გაუჩერებლად ვაახლებდი და ვსქროლავდი სოციალური ქსელების გვერდებს. ადამიანებს ხომ ისეთი ამბები გვაწუხებს, რაც ჩვენც გადაგვიტანია და გული უტკენია, გავუნადგურებივართ. 2008 წლის რუსეთის აგრესიის შემდეგ უკრაინელი ხალხის მიმართ განსაკუთრებული თანაგრძნობა მაქვს, ამიტომ რუსთაველზე გასვლა და სოლიდარობის გამოხატვა სულ მცირე იყო, რისი გაკეთებაც შემეძლო.

მალე სოლიდარობამ სხვა დატვირთვაც შეიძინა - მოქალაქეები დღის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებს ვისმენდით, საღამოს კი რუსთაველზე მივდიოდით, რათა უკრაინელებისა და მსოფლიოსთვის გვეთქვა და გვეჩვენებინა, რომ ხელისუფლების განცხადებები ჩვენს პოზიციას არ ემთხვევა.

ამ პროტესტის მიზნებზე ბევრი სხვადასხვანაირი აზრი მოვისმინე და თავს მოვალედ ვთვლი, განვმარტო. როგორც საქართველოს მოქალაქე თუ რამეს ვითხოვდი და ვითხოვ, ქვეყნის პირველი პირების მიერ სწორად გამოთქმული სოლიდარობაა. არავინ ითხოვს ომში სამხედრო ძალით ჩართვას, შეიარაღებული დაპირისპირების გამოწვევას, ან მსგავს გაუაზრებელ მოქმედებებს.

My web page

ამ ომმა ადამიანები დაგვზაფრა. ცოტა ძნელი დასაჯერებელია, რომ ორ წელზე მეტია, უხილავ კორონავირუსთან ბრძოლაში ვართ და ახლა უკვე უფრო სასტიკ ომს ვხედავთ ხილული მტრის მონაწილეობით.

პარლამენტის წინ დღესაც გავედი და ამჯერად მრავალათასიანი აქციის ნაცვლად ადამიანების მცირე ჯგუფი დამხვდა, რომელიც უკრაინელებისთვის ნივთებს აგროვებდა, ახარისხებდა და ფუთავდა. ასე გამოხატული სოლიდარობა დღეს უკრაინას ძალიან სჭირდება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary