საქართველოს უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?’’ ჩატარდა
12 ივლისი, 2013
საქართველოს უნივერსიტეტში  ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?’’ ჩატარდა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?"" გაიმართა.

თამაში ორ ეტაპად დაიყო: პირველ ეტაპზე შედარებით მარტივი 12 კითხვა დაისვა, მეორე ეტაპზეც - 12, თუმცა, უკვე რთული კითხვებისგან შედგებოდა.

გუნდისთვის რეგისტრაციის ღირებულება 12 ლარს შეადგენდა. რეგისტრაცია გაიარა სულ 19 გუნდმა. 

ტურნირის მთავარ მიზანს გუნდების ჩართულობა წარმოადგენს, როგორც უნივერსიტეტის შიგნით, ისე უნივერსიტეტის გარეთ.

,,ამ შემადგენლობით პირველად ვთამაშობთ. ველოდებით კარგი ხარისხის კითხვებს და იმედი გვაქვს, თამაშისგან სიამოვნებას მივიღებთ" - აღნიშნა გუნდის ,,კამორა" ერთ-ერთმა წევრმა ლანდა ჩოხელიშვილმა.

ერთ-ერთი გუნდის "Medbrain" კაპიტანმა ბექა მაყაშვილმა აღნიშნა, რომ ხშირად თამაშობს და გამარჯვების იმედიც აქვს".

ღონისძიების ორგანიზატორის ვანო გორგიშვილის თქმით, საქართველოს უნივერსიტეტში მსგავსი ტიპის ღონისძიებები თვეში ერთხელ მაინც იმართება და ეს ამ ზაფხულისათვის ბოლო ჩემპიონატი იქნება. 

,,ჩვენ ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტსა თუ სკოლის მოსწავლეს საშუალებას ვაძლევთ, მონაწილეობა მიიღოს ინტელექტუალურ ტურნირში" - განაცხადა ვანო გორგიშვილმა. 

რეგისტრაციიდან შემოსული თანხა მთლიანად გამარჯვებულ სამ გუნდზე გადანაწილდა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary